• რეკლამა
  • კონტაქტი
23:12, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაიდენის მთავარი მესიჯები უკრაინისთვის და პუტინისთვის – “ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას”

ალია ავტორი - ალია
15:36 02-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

ფოტო – უკრაინული მედია

კიევში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა:

“ბატონო პრეზიდენტო თქვენ და ყველა უკრაინელი მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებთ რას ნიშნავს ბრძოლა. ახსენებთ თავისუფლების მნიშვნელობას. ამერიკა თქვენს გვერდზე დგას იმდენს ხანს რამდენიც საჭირო იქნება.

დღეს, კიევში, მე ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ გაფართოებული დისკუსიისთვის.

მე გამოვაცხადებ კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით, რათა დავეხმაროთ უკრაინელი ხალხის დაცვას საჰაერო დაბომბვისგან.

და მე გაგიზიარებთ, რომ ამ კვირის ბოლოს, ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ აირიდონ ან შეავსონ რუსეთის ომის მანქანა. გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკურიდან წყნარ ოკეანამდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით – და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

როდესაც პუტინი ერთი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა, ეგონა რომ უკრაინა სუსტი იყო, ხოლო დასავლეთი კი დაყოფილი. პუტინს ეგონა, რომ ჩვენზე მეტი გამძლეობა ჰქონდა, თუმცა ის მწარედ შეცდა”.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულის დახმარება დააანონსა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, დამატებით ჯაველინებსა და ჰაუბიცებს.

ზელენსკიმ თქვა, რომ მან და ბაიდენმა ისაუბრეს შორი მოქმედების იარაღზე და იმ იარაღზე, რომელიც შეიძლება კვლავ მიეწოდოს უკრაინას, მათ შორის იარაღებზე, რომელიც კიევისთვის ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ.

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგობაზეც და თქვა:

“ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას”

კიევში ბაიდენის ისტორიული ვიზიტის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პირველ ლედის შეხვდა

 

თეგები: ბაიდენიზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved