• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბაიდენის მოხსნა საპრეზიდენტო მარათონიდან წაადგა უკრაინელებს – ზელენსკიმ ბრწყინვალედ გამოიყენა სიტუაცია” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:30 08-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,930
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
-თეთრი სახლი დაუკავშირდა უკრაინელებს, რათა დაადგინოს რუსეთის საზღვრებს მიღმა მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიზნები – განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა- კარინ ჟან-პიერმა.
-ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის მიერ განხორციელებულ ყველა სახის “ბუნებრივად ლოგიკურ მოქმედებას” (common sense actions), რომლებიც საჭიროა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევების შესაჩერებლად- ასე დაასრულა გამოსვლა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის ეს განცხადება უკვე ლოგიკურად ადასტურებს, რომ უკრაინული სამხედრო ოპერაცია სპონტანური ავანტურა კი არა, კარგად დაგეგმილი და მოკავშირეებთან შეთანხმებული სამხედრო ოპერაციაა, ზუსტად განსაზღვრული მიზნებით.
პუტინმა მიიღო ზუსტად რუსულ სტილში გაკეთებული უკრაინული სამხედრო სვლა. გავიხსენოთ ყირიმი და რუსების ცინიკური დუმილი ე.წ. “მწვანე კაცუნებზე”, როდესაც არც მათ მიზნებზე საუბრობდა ვინმე და არც მათ წარმომავლობაზე, სანამ ოპერაცია არ დასრულდა. ახლა კი ვაშინგტონიც ცინიკურად დუმს, ევროპაც და თავად უკრაინაც.
ბაიდენის მოხსნა საპრეზიდენტო მარათონიდან ერთგვარად წაადგა უკრაინელებს. პრეზიდენტის გუნდს აღარაფერი აქვს დასაკარგი და მისი სახელის ფარის ქვეშ შეუძლია მკვეთრი მანევრების ჩატარება. ზელენსკიმ ბრწყინვალედ გამოიყენა სიტუაცია და ისეთ ოპერაციაზე მიიღო მწვანე შუქი, რომელსაც ვაშინგტონი მანამდე არაფრით დათანხმდებოდა.
ვინაიდან და რადგანაც უკრაინას მოკავშირეთა დასტური მიღებული აქვს, ლოგიკურად ეს სამხედრო ოპერაცია უნდა გაფართოვდეს და რუსები კიდევ ბევრი უსიამოვნო სიურპრიზის მოწმენი და მსხვერპლნი გახდებიან.
ეს მოვლენა დიდებული მაგალითია, თუ როგორ უნდა გამოადნოს მოულოდნელად გონებამახვილმა პოლიტიკოსმა ქაოსური მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციიდან თავისი ქვეყნისათვის მაქსიმალური სარგებელი.
საქართველოც ერთგვარი საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოახერხონ უხეირო პოლიტიკანებმა მსოფლიოს ყველაზე რეტროგრადული და წყალწაღებული ქვეყნების ბანაკში თავის ამოყოფა ცივილიზაციისა და ანტი-ცივილიზაციის დაპირისპირებისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved