ბაღდადის მწვანე ზონაში რაკეტა ჩამოვარდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჭურვი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან იყო გაშვებული.
ბაღდადის „მწვანე ზონა“, სადაც საელჩოები და სახელმწიფო დაწესებულებებია განლაგებული ხშირად ხდება ასეთი თავდასხმების სამიზნე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათ სერიოზული ზიანი არ მოჰყვება.
ცნობისთვის ერაყსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული დიალოგის პირველი ეტაპი იწყება.
კომენტარები