• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბადრი პატარკაციშვილი აწ განსვენებულია, ამიტომ, არ აქვს შესაძლებლობა, ამ ცილისწამებაზე პასუხი გასცეს, ამას მე გავაკეთებ!“ – გოგა ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
15:13 11-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
551

რეჟისორი გოგა ხაინდრავა:

„20 ნოემბერს მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ჩვენება, სადაც ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ბადრი პატარკაციშვილი აწ განსვენებულია, ამიტომ, არ აქვს შესაძლებლობა, ამ ცილისწამებაზე პასუხი გასცეს. ამას მე გავაკეთებ.

მინდა, ოფიციალურად განვაცხადო, რომ საქართველოს პროკურატურას, მოსამართლეთა იმ კოლეგიას მივმართავ, რომელიც ამ საქმეს იძიებს. ვაცხადებ, 2007 წლის ნოემბრის აქციის ორგანიზატორები ვიყავით ჩვენ: მე, გიორგი ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი; დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური, პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი; თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გუბაზ სანიკიძე, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე; ეკა ბესელია, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე; ძმები ლევან და დავით ბერძენიშვილები, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები; ლევან გაჩეჩილაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი და შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე. მე ჩემი თავიდან ვიწყებ და მოვითხოვ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად სასამართლოზე ვიყო გამოძახებული.

ასევე ვითხოვ, რომ ყველა დასახელებულმა პირმა ჩვენება აუცილებლად უნდა მისცეს. უნდა გაირკვეს, ვინაა დამნაშავე 7 ნოემბრის საქმეში, ეს ქართული საზოგადოებისთვისაა საჭირო. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რასთან ჰქონდა საქმე – ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის მონაწილეებიც ჩვენ ვიყავით და –  არა ბადრი პატარკაციშვილი ( პატარკაციშვილი 7 ნოემბერს, როცა ქართული საზოგადოების მხეცური დარბევა მოხდა, თბილისში არ იმყოფებოდა, მან თბილისი 2 ნოემბერს დატოვა), თუ ამაში დამნაშავეა მიხეილ სააკაშვილი და მასთან ერთად მთელი ჯგუფი უმაღლესი ხელისუფლების პირებისა, ვინც დანაშაული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით ჩაიდინა.

ესენი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ზაზა გოგავა, გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი, რომელმაც კანონის სრული დარღვევით გამოიყვანა სამხედროები, რომლებმაც მშვიდობიანი მიტინგის მხეცურად დარბევაში მიიღეს მონაწილეობა, რაც დანაშაულია, პროკურორის მოადგილე, ნიკოლოზ გვარამია. მათ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრეს და ამაში ყველანი დაგვადანაშაულეს. გარდა ამისა, ამასთან დაკავშირებით მაშინ განცხადებები გივი თარგამაძემ და გიგა ბოკერიამ გააკეთეს. მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ასევე დაგვადანაშაულეს”

თეგები: გოგა ხაინდრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved