• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე – ქვეყანაში არის საყოველთაო სიღატაკე – ტყუილი უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან

ალია ავტორი - ალია
14:20 08-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

25 -31 ივლისს დასავლეთ საქართველოში “ლელო საქართველოსთვის” რეგიონული ტურნე გაიმართა. საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრების და ტურნეს დასრულების  შემდეგ, რეგიონში არსებული მოცემულობა შეაფასა “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ.  


„დავდივარ ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. მოვიარე მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ქუთაისი, სამტრედია და ლანჩხუთი. მაქვს უშუალო შეხვედრები და უშუალო ურთიერთობები ადამიანებთან. მოსახლეობა ძალიან გულწრფელად საუბრობს იმ გაუსაძლის მდგომარებაზე,  რომელშიც იმყოფება. საუბრობენ  უნდობლობაზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ აქვთ. ქვეყანას უჭირს, არის საყოველთაო სიღატაკე: ოჯახების უმეტესობა, პრაქტიკულად, არის იმის მოლოდინში, თუ რას ჩაურიცხავენ მათ საზღვარგარეთ იძულებით წასული ოჯახის წევრები; მოხუცები რეგიონში არინ მარტო დარჩენილები; ახალგაზრდებს კი არ აქვთ სამუშაო პირობები და ამ მოცემულობაში, არც მომავლის პერსპექტივა. საზოგადობის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ ძალიან ლოგიკურია, “ქართულ ოცნებას” არაფერი ხელშესახები არ გაუკეთებია ქვეყნისთვის. პოლიტიკოსები, როგორც წესი, ჩნდებოდნენ არჩევნების წინ, იძლეოდნენ ფუჭ დაპირებებს და შემდეგ, არჩევნებამდე ქრებოდნენ. აქედან გამომდინარე, ნდობა არის დაბალი ან საერთოდ გამქრალი. ქვეყანაში უნდა დასრულდეს მავნე პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკოსის სიტყვას არ აქვს ფასი. ტყუილი  საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან. არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანას გაუჩნდეს პერსპექტივა და დაიწყოს ახალი ცხოვრება“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 


„ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა უნდა აღადგინონ დაკარგული ნდობა და ქვეყნის მიმართ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა,      

“ლელოს ერთ-ერთი ამოცანაა, შემოვიტანოთ და დავნერგოთ ქართული პოლიტიკისთვის უჩვეულო სიახლე, ახალი სტანდარტი და წესი – სიტყვის და დაპირების შესრულება. ახალ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება ქვეყნის სიღატაკიდან გამოსვლის საფუძველი და ქვეყნის ახალი შესაძლებლობა”, – აცხადებს ჯაფარიძე.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved