“ტვ პირველის” ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლოში მიყვანილი მოწმეები ჩვენებას ბადრი ესებუას წინააღდმეგ არ აძლევენ. ექვსი მძველიდან ვინც ბანკზე განხორციელებული თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდა, ესებუა ვერც ერთმა ამოიცნო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხმის ექსპერტიზა რამდენიმე დღეში უნდა ჩატარდეს. თუმცა, შეგახსენებთ იმასაც, რომ ბანკზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, გამოძიება ამტკიცებდა რომ მათ აქვს ბადრი ესებუას საუბრის ჩანაწერი ბანკის თანამშრომელთან და ამ ჩანაწერსა და თავდამსხმელის ხმის ჩანაწერს ექსპერტიზებს ჩაუტარებენ. ჩატარდა თუ არა იმ დროისათვის მსგავსი ექსპერტიზა – უცნობია.
ექსპერტიზის პროცესში ბადრი ესებუას ადვოკატები დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვასაც ითხოვდნენ, თუმცა დაცვის მხარეს მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.
ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.
კომენტარები