თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი წერს, რომ სუს-ში დაიბარეს.
“მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში“- წერს ის სოციალურ ქსელში.
კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში, ადვოკატის გარეშე იმყოფება ბაჩო ახალაია. ახალაიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შსს-მ განცხადება გააავრცელა და წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ არის დაბარებული და რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.
კომენტარები