• რეკლამა
  • კონტაქტი
15:25, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დააკისრეს

ალია ავტორი - ალია
13:31 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დააკისრა – აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა.

9000-მდე ბიტკოინის ფასი დღეის მდგომარეობით დაახლოებით თითქმის მილიარდი დოლარია.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ მმართველს ბიტკოინების საქმეზე პატიმრობა უკვე მიუსაჯეს, თუმცა რაც გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა ივანიშვილმა მის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა და ბიტკოინების დაბრუნება მოითხოვა.

მოსამართლემ საქმე დაჩქარებულად განიხილა და გადაწყვეტილება ორ სხდომაში მიიღო.

გადაწყვეტილების თანახმად, ბაჩიაშვილმა ოლიგარქს უკან უნდა დაუბრუნოს აღნიშნული ოდენობის ბიტკოინები, ხოლო თუ არ დააბრუნებს, სამომავლოდ, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის რა ღირებულაც ექნება ბიტკოინებს, ის თანხა უნდა გადაიხადოს გიორგი ბაჩიაშვილმა.

ასევე, თუ ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი უარს იტყვის აღნიშნული ბიტკოინების ივანიშვილისთვის დაბრუნებაზე, მას გაუყიდიან ქონებას და კომპანიებს და არა მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც ბაჩიაშვილის სახელზეა, არამედ მისი მშობლების უძრავ და მოძრავ ქონებასაც.

დასაბუთებაში მოსამართლემ თქვა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. ადვოკატის თქმით, განაჩენის გასაჩივრების ვადა ამოწურული არ არის, ამიტომაც, მარუაშვილს საქმე დაჩქარებუალდ არ უნდა განეხილა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved