• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაბუამ არ იცის რომ შვილიშვილი გარდაეცვალა – ნიკა ქავთარაძე

ალია ავტორი - ალია
11:30 08-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელსი წერს:

ზესტაფონში, ჩემს უბანში ძალიან ბევრი ბავშვი ვიზრდებოდით ერთად.

რამდენიმე თაობა ვიყავით – ჩემხელა, ჩემზე 2 წლით პატარები და ცოტა უფრო პატარები. ყველა თაობაში მინიმუმ 10 ვიყავით. ხომ წარმოგიდგენით, რა ხმაურიანი, ჟრიამულით, ბავშვების კისკისით სავსე უბანში გავიზარდე.ამ დიდ უბანში ყველას ყველა გვიყვარდა, და-ძმებივით ვიყავით, ყველგან მისვლა, ყველგან თამაში, ცხელი ხაჭაპურები, ბებია-ბაბუების სახელდახელოდ ჯიბიდან ამოღებული კანფეტები გველოდა.

მაგრამ იყო ერთი ოჯახი, მამია დუგლაძის ოჯახი. მამიას ცოლი თინა, მაჭავარიანის ქალი იყო, როგორც ჩემი ნორა. ერთი სოფლიდან იყვნენ, ლახუნდარიდან. ჩვენსავით ერთად გაზრდილებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. სასწაული ხალხი იყო, საოცარი იუმორით. ვგიჟდებოდი მაგათთან მისვლაზე.

მაგრამ ბავშვები, რომლებიც დუგლაძეებში ცხოვრობდნენ ჩემზე პატარები იყვნენ, ჩემ ძმასთან ერთად იზრდებოდნენ. მაშინ ასაკში 5,6,7 წელია განსხვავება, ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამიტომ ფაქტიურად ჩვენ ვზრდიდით.

მამიას ორი შვილი ჰყავდა – ვალერი და თამილა. ვალერი ზესტაფონში ცხოვრობდა, თამილა თბილისში.

რაიონში ზაფხული დამატებით იმითაა კარგი, რომ თბილისიდან ბავშვები ბებია- ბაბუებთან ჩამოდიოდნენ არდადეგებზე.

ამ ოჯახშიც ჩამოდიოდა ხოლმე ერთი ძალიან ლამაზი, ძალიან ძალიან საყვარელი შვილიშვილი გოგა.

ამ სურათზე სწორედ გოგაა.

ეს საოცრად თბილი ბიჭი. მართლა ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვი.

ჩემზე 5 წლით იყო პატარა.

ძალიან მიყვარდა და იმას ძალიან ვუყვარდი.

გუშინწინ დილით გავიგე, რომ ეს საოცარი ბიჭი კოვიდმა მოკლა. რამდენიმე საათი ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ყველაფერი მახსენდებოდა.

თავისი კოვიდიანი ბაბუა, მამია, წაუყვანია საავადმყოფოში და იქ შეეყარა ეს საშინელი ვირუსი. ბაბუა გამოჯანმრთელდა, გოგა გარდაიცვალა.

ძალიან მოხუცმა ბაბუამ არ იცის, რომ შვილიშვილი მოუკვდა. ვერ გადაიტანს ამ საშინელ ამბავს.

გოგა რამდენიმე დღეში 38 წლის გახდებოდა, რომ არა კოვიდი…

ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ჩემო პატარა ბიჭო, ჩემო პუტკუნა გოგა.

რამდენს უნდა გაუძლოს ჩვენმა გულმა, ჩვენმა ნერვებმა?!

აიცერით, ხალხო, აიცერით…”, –წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved