• რეკლამა
  • კონტაქტი
00:10, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაბუა 6 შვილიშვილის საფლავთან – 17 წლის წინანდელი ტრაგედიის დეტალები

ალია ავტორი - ალია
19:52 09-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

ფოტო – ფელიქს ტოტიევი 6 შვილიშვილის საფლავთან…

ბესლანის ტრაგედიიდან 17 წელი გავიდა

2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის პირველ საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა. ავტომობილებში ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მუქი ტანისამოსი და ჯავშანჟილეტები ეცვათ. ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისტანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. დაახლოებით 50 მდე ბავშვმა გაქცევა სწორედ ამ დროს მოასწრო. ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები ტერორისტებმა სკოლის შენობაში შეიყვანეს.

განთავისუფლებული მძევლები აცხადებდნენ, რომ ბოევიკებს სკოლაში დატყვევებული ადამიანების რაოდენობა 1000-ს აჭარბებდა.

ბოევიკებმა სკოლის სპორტული დარბაზი დანაღმეს და ბავშვები იქ შეყარეს. უფროსები კი მშობლები და მასწავლებლები ცალკე ჰყავდათ დატყვევებული.

ტერორისტები ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის გამოყვანას, ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტთან ალესანდრე ზასოხოვთან, ინგუშეთის ხელმძღვანელთან მურატ ზიაზიკოვთან და ბავშვთა გადაუდებელი ქირურგიული ცენტრის დირექტორთან ლეონიდ როშალთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ტერორისტები ასევე ითხოვდნენ იმ ბოევიკების გათავისუფლებას, რომლებიც ინგუშეთში სახელმწიფოებრივ ობიექტებზე თავდასხმის გამო ჰყავდათ დაპატიმრებული იმავე წლის 21-22 ივნისს.

ტერორისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ყოველ მოკლულ ტერორისტზე 50 მძევალს დახოცავდნენ, დაჭრილზე კი 20-ს.

სკოლის შენობის საქვაბიდან 15 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის 4 ბავშვის. ისინი ბოევიკების სკოლის შენობაზე თავდასხმის დროს საქვაბეში შეძვრნენ და დაიმალნენ.

1 სექტემბერს ბესლანში ექიმი ლეონიდ როშალი ჩავიდა და ტერორისტებტან მოლაპარაკებები დაიწყო. საღამოს დაწყებული მოლაპარაკებები 2 სექტემბრის დილის 03:00 საათამდე გაგრძელდა. მერე ბოევიკებმა კავშირი გაწყვიტეს. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – წყლის, საკვებისა და მედიკამენტების სკოლის შენობაში შეტანა ვერ მოხერხდა.


ტერორისტებმა მძევალთა ერთი ნაკადი 26 ადამიანი მეორე დღეს გაათავისუფლეს. ეს ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის რუსლან აუშევის ჩარევის შედეგად მოხდა. 26 ადამიანიდან 11 ქალი და 15 ბავშვი იყო. მაშ შორის ყველაზე პატარა თვენახევრის, ყველაზე დიდი კი 8 წლის იყო.


2 სექტემბერს მას შემდეგ რაც ბოევკებმა უარი განაცხადეს საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და ჩეჩნეთში ან ინგუშეთში თავისუფალი დერეფნით გასვლაზე, მძევლების ნათესავებმა და ახლობლებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, სადაც ბოევიკების მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.

მესამე დღეს, 3 სექტემბერს ბოევიკებთან კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ სრულდებოდა.

ამავე დღეს ოფიცილაური განცხადება გააკეთა ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლევ ძუგაევმა, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლის შტურმი მანამ არ დაიწყება ვიდრე არსებობს საშუალება მძევალთა მოლაპარაკებების გზით გათავისუფლებისა. ეს განცხადება ძუგაევმა 3 სექტემბერს 01:30 საათზე გააკეთა…

ამ დღეს შტურმის დაწყებას ქალაქში არავინ ელოდა.

13:05 საათზე სკოლის შენობასთან ორი მძლავრი აფეთქება გაისმა და სროლაც დაიწყო… დაიწყო შტურმი…

ქალაქში ინტენსიური სროლა და აფეთქებები გაგრძელდა… სკოლის შენობას მძლავრი აფეთქებების შემდეგ ცეცხლი წაეკიდა… აფეთქებები სკოლის შენობაში 18:20 საათზეც ისმოდა…

ოფიციალური მონაცემებით 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,… მათ შორის, ასევე ოფიციალური მონაცემებით 186 ბავშვის… 700 ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა…

თეგები: ბესლანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved