სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.
ცნობილია, რომ ფრენები მოსკოვი- თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ შესრულდება
კომენტარები