• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აზერბაიჯანმა გარეჯი აახია, ირანის ელჩი “აკაჩავებს” – ხუჭუჭა, მხდალი ჩვრის წარმომადგენელი გაუქაჩავს რუსეთს?”– ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
17:28 11-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე
„მინსკში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე
ყველაფერი ზუსტად ლაგდება თუ რეალობას ისე შეხედავთ, როგორც არის
არანაირი ‘კობახიძის წარმომადგენელი’ ან ‘პრემიერის წარმომადგენელი’ არ არსებობს
ორივე მხარე რუსეთია და შეხვედრაც რუსეთის ტერიტორიაზე ხდება
ვის გჯერათ რომ ესენი საქართველოს ინტერესებს წარმოადგენენ და მარტო გაუქაჩავენ რუსეთს?
მაინც შეგახსენებთ რომ ამათ აზერბაიჯანი ურახუნებს თავში როცა გაუსწორდება. მათ შორის აახია გარეჯი ისე რომ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ.
ირანის ელჩი აკაჩავებს ყოველ ჯერზე როცა რამე არ მოეწონება. და თუ ჩათვალა რომ საჯარო პოსტი საკმარისი არაა, საგარეოში ადგება და იქ ურჩევს საქმეს. ესენი ხმას ვერ იღებენ.
და რუსეთს გაუქაჩავენ? მარტო? ჟენევის ფორმატში რაც ვერ ხერხდება ამდენი წელია, სადაც გვერდით ამერიკა, ევროკავშირი, ეუთო და გაერო გვყავს, ესენი ერთი-ერთზე მოახერხებენ რუსეთთან?
აი ის ხუჭუჭა, მხდალი ჩვარი, დუბლინში რომ იდგა კუთხეში ატუზული, უპატრონოდ, იმის წარმომადგენელი გაუქაჩავს რუსეთს?
რუსეთის ‘არ გაღიზიანების’ საფარქვეშ, სინამდვილეში კი პირდაპირი დავალებით, ამათ უკვე:
გაათავისუფლეს რუსეთის ნომრიანი აგენტები, შკრილნიკოვი, გევრიოქიანი, ჩახალიანი და სხვები
რუსეთის აწ უკვე დადასტურებული აგენტი, ფარცხალაძე ჯერ დანიშნეს გენერალურ პროკურორად, ხოლო იქედან იძულებით გაშვების შემდეგ, მას დაუტოვეს სრული კონტროლი პროკურატურაზე და ის ასამართლებდა ამ ქვეყნის პატრიოტებს
მოშალეს სახელმწიფო უსაფრთხოება (ყოფილი უფროსი უზით ციხეში ბაგა-ბაღების ფულის მოპარვაზე და თურქი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებაზე) და ღიად მიაბეს რუსეთის უშიშროების სამსახურებს (ოფიციალური ხელშეკრულება დადეს ბელორუსის კაგებესთან)
სრულ ფორმალობად აქციეს თავდაცვა (ყოფილი მინისტრი, რომლის მთავარი დამსახურება დრონების ეპოქაში იყო ის რომ 2-2 ბათინკი უყიდა ჯარისკაცებს, ციხეში უზით ჯარისთვის მოპარული ფულით მალიორკაზე ვილის ყიდვის გამო) და დასანახადაც კი აღარ ხარჯავენ ამ სფეროში ფულს
გაზარდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და ეს ტენდეცია გრძელდება
გაზარდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება და ეს ტენდენციაც გრძელდება
სრულად გაყინეს ევროინეგრაციის პროცესი
სრულად გაყინეს ნატოში ინტეგრაციის პროცესი
დედას აგინებენ დასავლელ ლიდერებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას სთხოვენ სირიის ამჟამინდელ ხელისუფლებას
მოკლეს საქართველოს როგორც წარმატებული ლიბერალური დემოკრატიის იმიჯი, რომ იგივე არ მოუნდეთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ან რუსეთში მცხოვრებ ხალხებს
გაყინეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რადგან არ უნდათ ნოვოროსიისკის პორტის კონკურენტი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში (ახლა შეიძლება დაძრან, რადგან სანქციების პირობებში რუსეთს აწყობს დიდი შავი ხვრელი შავ ზღვაზე)
2008 წლის ომის დაწყება დააბრალეს საქართველოს (ჯერ საჯარო განცხადებებით, შემდეგ ე.წ. საპარლამენტო კომისიის დასკვნით, ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოთიც აკეთებენ), რითიც ირიბად ამართლებენ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას
საქართველო მოაქციეს სრულ იზოლაციაში დასავლეთთან მიმართებაში და დატოვეს მეგობრების გარეშე
ააწყეს რუსული ტიპის პროპაგანდის მანქანა, რომელიც 1. გამადიდებელი შუშით აშუქებს თავისუფალ სამყაროში არსებულ ყველა პრობლემას და 2. მუდმივად ატრიალებს შეთქმულების თეორიას ‘კოლექტიური დასავლეთის’ იგივე ‘გლობალური ომის პარტიის’ იგივე ‘დიპსტეიტის’ შესახებ, რომელიც ებრძვის ‘ქართულ ღირებულებებს’ და საკუთარ ინეტრესებს წირავს საქართველოს
მაქსიმალურად შეავიწროვეს პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეები, პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფები, ისე რომ მათი არსებობა ქვეყანაში შეუძლებელი გახდეს (საჯარო სამსახურებიდან გამოყრა, სახელმწიფო კომპანიებიდან გამოყრა, სსიპ-ებიდან და ააიპ-ებიდან გამოყრა, იმ კერძო კომპანიებიდან გამოყრა, რომლებსაც აძლევენ ტენდერებს ან ლიცენზიებს რაიმე საქმიანობისთვის, ლიდერების დაჭერა, პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა თუ ბოლო 8 წელი გიმუშავია ენჯეოში, საერთაშორისო ფონდების ქვეყნიდან გაყრა, სამოქალაქო საზოგადოების განადგურება)
დაიწყეს ისტორიის გადაწერა ისე რომ ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული დაბრალდეს ერთი მხრივ გარე მტრებს, რომლებმაც ქართველები წააქეზეს რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ ქართველების უგუნურობას რომ აჰყვნენ ამ წაქეზებას და ვერ მოახერხეს ‘მშვიდობის შენარჩუნება’
ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა
ის რაც დღეს მინსკში ხდება, სხვა არაფერია
არ იფუთება სხვანაირად
ამის ბუნებრივი გაგრძელება კი რუსეთის მესამე საელჩო იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისში. დანარჩენი ორი სოხუმსა და ცხინვალშია
ამათ უნდა გაა&ვან
არ გარუსდება ეს ქვეყანა

28 ნოემბერს, 19:00-ზე თსუ-სთან“ 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 
ახალი ამბები

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 

18:12 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved