• რეკლამა
  • კონტაქტი
13:08, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აზერბაიჯანი სომხეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს აუქმებს – ალიევის განცხადებით, მაკრონი “თავს დაესხა” და “შეურაცხყოფა მიაყენა” ბაქოს და შუამავლის როლში არ უნდა იყოს

ალია ავტორი - ალია
17:43 11-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
491

აზერბაიჯანს არ სურს, რომ საფრანგეთი მონაწილეობას იღებდეს სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში და 7 დეკემბერს, ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას აუქმებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ალიევის თქმით, მაკრონი “თავს დაესხა” და “შეურაცხყოფა მიაყენა” ბაქოს და შუამავლის როლში არ უნდა გამოდიოდეს. ალიევის აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის ჩაშლას ცდილობს, როდესაც მოითხოვს საფრანგეთის შუამავლობას.

“მაკრონი… თავს დაესხა აზერბაიჯანს და დაგვაბრალა ის, რაც არ გაგვიკეთებია”, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, საფრანგეთმა “ანტიაზერბაიჯანული პოზიცია” დაიკავა და „შეურაცხყოფას აყენებს” ბაქოს.

“ნათელია, რომ ასეთ გარემოებებში, ასეთი დამოკიდებულებით საფრანგეთს არ შეუძლია იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი პროცესის ნაწილი”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული, ხოლო წინა თვეს პრაღაში ორი ქვეყანა საზრვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდა.

„ინტერპრესნიუსი“

თეგები: ილჰამ ალიევი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved