რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერმინისტრმა, კონსტანტინე ჯუსოევმა განაცხადა:
„მაისში ჩვენთან ჩამოვიდა ორი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. ერთი დელეგაცია დაინტერესებული იყო კვაისის ტყვია-თუთიის საბადოთი, მეორე ჩამოვიდა შემოთავაზებით, რომ ჩვენთან, სამხრეთ ოსეთში გაეხსნათ ქარხანა ჩინური ავტომობილების ასაწყობად“
კომენტარები