
გუშინ უკრაინულმა გამოცემამ, strana.ua -მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილზე რესტორანში თავდასხმა სცადეს, მოგვიანებით, გაავრცელა რესტორანში გადაღებული ვიდეოც.
გამოცემის ცნობით, დანით შეიარაღებული პირი რესტორანში სააკაშვილთან მივიდა და ემუქრებოდა, რის შემდეგაც მისი დაცვის წევრებმა და რესტორნის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.
“სინამდვილეში ავტოგრაფი მთხოვა”, – წერს სააკაშვილი ამ ცნობაზე თავის ფეისბუკის გვერდზე.
ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის სააკაშვილის მაგიდასთან პირი, რომელიც შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით უკან გამოჰყავთ და მასთან დაცვა საუბრობს. წასვლისას კი იგი ისევ უახლოვდება სააკაშვილის მაგიდას.
კომენტარები