• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავტობუსების და მიკროავტობუსების 13 ახალი მარშრუტი თბილისში

ალია ავტორი - ალია
16:11 10-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

თბილისის მერიის ცნობით, მგზავრებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება.

N319 ავტობუსი ივლის მეტროსადგურ ვარკეთილიდან ვაზისუბნის დასახლების გავლით, მახათას მთის, ხუდადოვის ქუჩისა და სადგურის მოედნის მიმართულებით. უკუმიმართულებით კი, სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ ვარკეთილამდე იმოძრავებს.

ახალი მიკროავტობუსი – N415 გადაადგილდება ევხიტი ჟვანიას ქ. N25-ს მიმდებარე ტერიტორიიდან, ქიზიყის, ე. ბაღდავაძის, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ ვარკეთილისკენ.

ახალი მიკროავტობუსის წრიული მარშრუტი – N430 მოემსახურება სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას, კვირაცხოვლის, ასევე, მოციქულთა სწორი ნინოს, გ. ბრწყინვალესა და პ. სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;

ახალი მიკროავტობუსი – N434 მოემსახურება ნიაბის I შესახვევის, საინგილოს ქუჩის მოსახლეობას და დაუკავშირდება მეტროსადგურ ავლაბარს.

N438 მიკროავტობუსი სადგურ ველს აფრიკის დასახლებასთან დააკავშირებს;

მიკროავტობუსი N449 წრიულად, ი. ჭავჭავაძის გამზირის N83-დან ვაკის პარკამდე იმოძრავებს.

ახალი მიკროავტობუსი ინიშნება N450 მარშრუტზეც. კერძოდ, მიკროავტობუსი ი. მაჩაბლის, ი. უჩანეიშვილის, წყნეთის გზატკეცილის, მ. თამარაშვილის, მ. დოლიძის ქუჩებისა და ი. ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ვაკის პარკამდე გადაადგილდება;

N481 მიკროავტობუსი იმოძრავებს კიკეთიდან წყნეთის მიმართულებით, მაია წყნეთელის ძეგლამდე და გაივლის 9 ძმა ხერხეულიძის, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩებს, ასევე, ვალიკო ჯუღელის გზატკეცილს და დაუკავშირდება შოთა რუსთაველის ქუჩას;

მიკროავტობუსი – N484 იმოძრავებს წყნეთში, არსენას და დ. ამილახვრის ქუჩებზე მაია წყნეთელის ძეგლის გავლით;

N485 მიკროავტობუსი იმოძრავებს წყნეთში, დ. აღმაშენებლის, დ. ამილახვრისა და საირმის ქუჩებზე.

N487 მიკროავტობუსისმარშრუტი წრიული იქნება და იმოძრავებს წყნეთში, ი. გრიშაშვილის, დ. აღმაშენებლის, მ. კოსტავას, მ. ჯავახიშვილის, ქ. წამებულის I შესახვევის და ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩების გავლით;

მიკროავტობუსი N478 მოემსახურება გუჯარეთის I ქუჩის მცხოვრებლებს და მელაანის I შესახვევის გავლით, ჯორჯ ბუშის ქუჩას დაუკავშირდება.

გარდა ამისა, 28 ოქტომბრიდან იმოძრავებს N330 ავტობუსი, რომელიც სადგურ ველის ტერიტორიიდან ბ. ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ლ. რაზიკაშვილის და გ. ლორთქიფანიძის ქუჩებზე ივლის და მოძრაობას მეტროსადგურ ისანთანდაასრულებს. უკუმიმართულებით, ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ ისნიდან ცაცა ამირეჯიბის ქუჩისა და ამავე ქუჩის III შესახვევის გადაკვეთამდე.

ამასთანავე, 28 ოქტომბრიდან N102 ავტობუსის მარშრუტზე ISUZU-ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ, ხოლო N32 მარშრუტზე მოძრავი MAN-ის მარკის ოთხი ერთეული ავტობუსი ჩანაცვლდება BMC-ის მარკის ხუთი ერთეული ავტობუსით. ასევე, N54 მარშრუტს დაემატება სამი, ხოლო N15 მარშრუტს დაემატება MAN-ის მარკის ერთი ავტობუსი. გარდა ამისა, N403 მარშრუტზე დამატებით, სამი ერთეული მიკროავტობუსი იმოძრავებს.

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved