• რეკლამა
  • კონტაქტი
10:57, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე არალეგალური კოსმეტიკური ოპერაციის ჩატარებისას დააკავეს

ალია ავტორი - ალია
20:43 02-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
828

ავსტრიაში საქართველოს 35 წლის მოქალაქე არალეგალური კოსმეტიკური ოპერაციის გამო დააკავეს. მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოში პრაქტიკოსი ქირურგი იყო, სავარაუდოდ, ნიკაპის აწევისა ან ნაოჭების გადაჭიმვის ოპერაციას 58 წლის ქალს ვენის ცენტრალურ უბანში, ნაქირავებ ბინაში უკეთებდა. ოპერაციისას “პლასტიკურმა ქირურგმა”  ქალს კანი კისრის, ყურებისა და ნიკაპის  არეში გაუჭრა თუმცა ოპერაციის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქალს ძლიერი სისხლდენა და სუნთქვის გაძნელება დაეწყო, ქალის თანმხლებმა პირმა სასწრაფო გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა 58 წლის ქალს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც.

ავსტრიელმა სამართალდამცავებმა შენობის ჩხრეკისას არა მხოლოდ ქირურგიული ინსტრუმენტები, სამედიცინო აღჭურვილობა, და პროფესიონალური სადეზინფექციო და სტერილიზაციის მოწყობილობები აღმოაჩინეს, არამედ ფასების სია და საინფორმაციო მასალა პროცედურების შესახებ.

ავსტრიული მედიის ცნობით, მოყვარული ქირურგი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. 35 წლის მამაკაცი სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული. პოლიციის განცხადებით მას ავსტრიაში სამედიცინო პრაქტიკის ლიცენზია არ აღმოაჩნდა, ავსტრიელი სამართალდამცავები ამოწმებენ მის განცხადებებს საქართველოში ქირურგიულ საქმიანობასთან დაკავშირებით

საქართველოს მოქალაქე ამ დროისთვის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved