• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავღანეთში ქალი დააკავეს, რომელიც თალიბანის ოფიციალური პირის გაუპატიურებაშია დადანაშაულებული

ალია ავტორი - ალია
16:09 09-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
652

თალიბანის ცნობით, დააკავეს და მალე გაასამართლებენ ქალს, რომელმაც გასულ კვირას გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იძულებით ქორწინებასა და მრავალჯერ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

“ეს შეიძლება ჩემი ბოლო სიტყვები იყოს. ის მე მომკლავს, თუმცა სჯობს ერთხელ მოკვდე, ვიდრე ყოველ ჯერზე”, – აღნიშნა ქალმა.

გასულ კვირას გავრცელებულ ვიდეოში ქალი ტიროდა და აღწერდა, თუ როგორ სცემდა და აუპატიურებდა თალიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელი, საიდ ხოსტი. ქალის თქმით, ვიდეოს ქაბულში მდებარე ბინიდან წერდა, სადაც თალიბებმა დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. ვიდეოში ქალმა მხოლოდ საკუთარი სახელი – ელაჰა თქვა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თალიბანის მიერ მართულმა უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ელაჰა ცილისწამებისთვის დააკავეს მთავარი მოსამართლე აბდულ ჰაკიმ ჰაკანის ბრძანებით.

“არავის არ აქვს უფლება, ზიანი მიაყენოს მოჯაჰედერების სახელს ან შეურაცხყოს იგი”, – აღნიშნა სასამართლომ.

2021 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც თალიბანებმა ქვეყანა აიღეს, ავღანელი ქალი აქტივისტები, ისევე როგორც Amnesty International, აღნიშნავს, რომ გაზრდილია ქალთა იძულებით ქორწინება, მათ შორის თალიბანის ოფიციალური პირები აიძულებდნენ ქალებს დაქორწინებას მათი ან მათი ოჯახის წევრების დაშინების გზით.

ვიდეოში ელაჰა ამბობს, რომ ქაბულის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობს და ყოფილი ხელისუფლების დაზვერვის გენერლის ქალიშვილია. მისი თქმით, საიდ ხოსტიმ ექვსი თვის წინ აიძულა დაქორწინება, როდესაც ის ჯერ კიდევ სპიკერის პოსტს იკავებდა.

ქალის თქმით, მან გაქცევა სცადა მეზობელ სახელმწიფო პაკისტანში, მაგრამ თალიბებმა ის დააკავეს სასაზღვრო პუნქტზე და დააბრუნეს ქაბულში, იძულებით შეიყვანეს ბინაში. დაბრუნებისას ქალმა გაიგონა, რომ ჩაქოლვას უპირებდნენ.

ხოსტიმ დაადასტურა, რომ ელაჰა მისი ცოლია, თუმცა გაუპატიურების ფაქტს უარყოფს. “მე არალეგალური არაფერი ჩამიდენია”, – წერს Twitter-ზე. მან განმარტა, რომ ქალს მას შემდეგ დაშორდა, რაც აღმოაჩინა, რომ “სარწმუნოების პრობლემა აქვს” და დაადანაშაულა იგი ისლამის წმინდა წიგნის, ყურანის შეურაცხყოფაში.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბებმა მზარდი შეზღუდვები დაუწესეს ქალებს. ბევრ მათგანს ხელი შეუშალეს მუშაობაში, აუკრძალეს თინეიჯერ გოგონებს სწავლა და ქალებს მხოლოდ თვალების გამოჩენის უფლება მისცეს.

თეგები: ავღანეთითალიბანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved