• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავღანეთში ბოლო თვეებში სულ მცირე 7 ავღანელი მფრინავი მოკლეს – „როიტერი“

ალია ავტორი - ალია
16:50 07-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ფოტო – როიტერი

ავღანეთში ბოლო თვეებში სულ მცირე შვიდი ავღანელი მფრინავი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

როგორც მედიასაშუალება წერს, კოალიციური ძალების ქვეყნიდან გასვლის ფონზე, მიზანმიმართული მკვლელობების სერია აჩვენებს, რომ „თალიბანი“ ცდილობს, გაანადგუროს ავღანეთის ერთ-ერთი ყველა ღირებული სამხედრო აქტივი – აშშ-სა და ნატო-ს მიერ მომზადებული სამხედრო მფრინავების კორპუსი.

„თალიბანი“, რომელსაც არ გააჩნია საჰაერო ძალები, ცდილობს, გაათანაბროს პირობები მასშტაბური სახმელეთო შეტევის წარმოების პარალელურად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში „თალიბანმა“ ავღანეთის ხუთი მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორია დაიკავა, რომლებიც ირანს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, ჩინეთსა და პაკისტანს ესაზღვრება. აღნიშნული პროცესი აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციური ძალების თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების პარალელურად მიმდინარეობს. თალიბების მიერ რაიონების დაკავების პარალელურად, ავღანელი სამხედროების ნაწილი ქვეყნიდან გარბიან. არსებული მონაცემებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში ათასზე მეტმა ავღანელმა ძალოვანმა ტაჯიკეთის საზღვარი გადაკვეთა.

სააგენტო „როიტერის“ მიერ მოპოვებული მონაცემებით, ერთ-ერთი მოკლული მფრინავი სამხედრო საჰაერო ძალების მაიორი, 7 შვილის მამა დასტაგირ ზამარაია, რომელიც უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლას ცდილობდა, რისთვისაც სახლის გაყიდვა უნდოდა. შეიარაღებულმა პირებმა ის სწორედ მაშინ მოკლეს, როდესაც 14 წლის შვილთან ერთად უძრავი ქონების აგენტთან მიდიოდა. თალიბების მიერ ზამარაის მკვლელობას „როიტერთან“ ადასტურებს „თალიბანის“ პრესსპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი.

თეგები: ავღანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved