• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავღანელი გურჯები, რომლებიც თავს ქართველი მეფის შთამომავლებს უწოდებენ – “მათი თალიბებსაც ეშინიათ და ამერიკელებიც გვერდს უვლიან მოკრძალებით”

ალია ავტორი - ალია
17:43 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,720

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზიზი ტატიშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის გამგებლის, ქართველი მეფის, გიორგი მე-11-ის შთამომავლებად.

1703 წელს, შაჰ ჰუსეინის ბრძანებით მეფე გიორგი ქართველთა და სპარსთა 24 ათასიანი ლაშქრით ავღანეთში შეიჭრა. მან დაამარცხა აჯანყებული ავღანელები, შეიპყრო მათი ბელადი და შაჰის კარზე გაგზავნა ისპაჰანში. დატყვევებულ მირვეისთან ერთად 20–ათასიანი ლაშქარიც გააგზავნა უკან, თავისთან კი მხოლოდ ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი დაიტოვა. მოგვიანებით გიორგი მოუწამლიათ და მისი მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქვე დარჩენილა.

ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელია. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ყვებოდნენ ამ ”გურჯების” შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი ადამიანები და რომ დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ”ნეიტრალიტეტი.” პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან…

ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუზე, მაგრამ გარეგნობით შესამჩნევად გამოირჩევიან ადგილობრივებისგან, ისინი თეთრი პირისახისა არიან და ცისფერი თვალები აქვთ. თავს გურჯებად მოიაზრებენ, დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და/რომ მათ წინაპართა გვარებია როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები, დაღუნდარიძეები და კარგაძეები. …

მიუხედავად განვლილი საუკუნეებისა, გარეგნული განსხვავება აშკარად თვალში საცემია. რაც მთავარია, მათ დარჩათ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან. აი, ასეთია ეს ისტორია,”

თეგები: ავღანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved