• რეკლამა
  • კონტაქტი
15:31, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“ავერსსა” და “კავკასიის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
10:00 10-19-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

 

15 ოქტომბერს  კავკასიის უნივერსიტეტს, “ავერსის კლინიკასა” და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი მედიკოსი სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემა და დასაქმების პერსპეტივის შექმნაა.

– ჩვენი სურვილია, მომავალ ექიმებს  განვითარების, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა მივცეთ, – აღნიშნა “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. მისივე თქმით, მომავალი ექიმებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. “ავერსის” სამედიცინო დაწესებულებებში კი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის  შესანიშნავი პირობებია – ტექნიკური აღჭურვილობა, უახლესი აპარატურა, პროფესიონალი ექიმების გუნდი მომავალ მედიკოსებს ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება.

უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება პროფესიონალად ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა:

– კავკასიის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებსაც “ავერსი” წარმოადგენს. ეს არის დასაწყისი მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას “ავერსის” კლინიკებში გაივლიან.

ლაშა ბაზაძემ, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა საუკეთესო შედეგს მოუტანს როგორც კლინიკას, ისე უნივერსიტეტს და, რაც მთავარია, თითოეულ პაციენტს:

–  კავკასიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული და პროგრესული სასწავლებელია, სადაც ხდება თანამედროვე ხედვების  გაზიარება მაღალტექნოლოგიური მედიცინის პრაქტიკული მიმართულებით. ისეთ   სფეროებში, როგორიცაა ბირთვული მედიცინა, რადიოთერაპია, სიახლეების დანერგვა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მქონე კადრების შექმნა, მედიკოსთა კვალიფიკაციის ამაღლება, პირველ რიგში, პაციენტების ინტერესებს ემსახურება.  

მემორანდუმი გრძელვადიანია და არაერთ სტუდენტსა და მომავალ მედიკოსს მისცემს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.

თეგები: ავერსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

13:42 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved