• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, პარასკევი, 18 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ავერსი” შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრს მუშაობის შეწყვეტას აიძულებს?!

ალია ავტორი - ალია
02:49 01-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“კომპანია ითხოვს ჩვენს აქედან გაძევებას, გაყრას. გადარაზეს და ჩაგვიკეტეს ადმინისტრაციული კორპუსი”

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსა და “ავერსს” შორის დიდი დაპირისპირება გაჩაღდა. კომპანია “ავერსი” ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს ამ დროისთვის დაკავებული ერთ-ერთი შენობის დაცლას სთხოვს. მედპერსონალი კი “ავერსს” საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს. არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, არადა ვითარება ძალიან კრიტიკულია. 

ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფოს და შიდსის ცენტრის შენობაა განთავსებული, კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და შენობების რეაბილიტაციასაც ვერ ახდენენ, რადგან ის კერძო საკუთრებაშია.საქმე შესაძლოა, იქამდე მივიდეს, რომ შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრს სერიოზული პრობლემები შეექმნას, რადგან როგორც მედპერსონალი ამბობს, “ავერსი” მათ გაძევებას ითხოვს. 

“ავერსმა თავის დროზე, საეჭვო ვითარებაში შეიძინა ეს ტერიტორია და ფაქტობრივად, მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს. კომპანია ითხოვს ჩვენს აქედან გაძევებას, გაყრას. გადარაზეს და ჩაგვიკეტეს ადმინისტრაციული კორპუსი. ადმინისიტრაციული შენობის გარეშე კი, დაწესებულების მუშაობა შეუძლებელია. საბოლოოდ, იქამდე მივდივართ, რომ შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრი შესაძლოა, საერთოდ გაჩერდეს, რაც ქვეყნისთვის უდიდესი ზიანის მომტანია”, – განაცხადა ერთ-ერთი ექიმმა გუშინდელ გამართულ აქციაზე. 

არასწორი პრივატიზაციის პროცესების შედეგს უწოდებს გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე “ავერსის” და ინფექციურ საავადგყოფოს შორის არსებულ უთახხმოებას. 

“ეს პრობლემა, რომელიც ახლა დგას არის არასწორი პრივაციზაციის შედეგი, რომელიც 10 წლის წინ განვითარდა. დავივიწყეთ, ის საშინელი პერიოდი, როდესაც ხდებოდა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების სწრაფი ტემპით პროვატიზირება. ამ პრობლემის გასაღები, სწორედ აქ დევს. 

ახლა როგორ გითხრათ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ამბავი, ანდა სამომავლოდ კარგი რამ მოხდეს, თვითონ ეს დავის პროცესი ძალიან უსიამოვნოა. საერთოდ, ჯანდაცვის სისტემაში უნდა მოხდეს სასიკეთო ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველგა დაძაბული და ცუდი სიტუაცია იქნება. ამიტომ, ახლა ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტისთვის აუცილებელია გადაიხედოს პროვატიზაციის პირობები, რომელიც საქმეშია ჩადებული. 

სიმპათით ვარ თუ არა განწყობილი, უნდა ითქვა, რომ კომპანია “ავერსი” კეთილსინდისიერ შემსყიდველად ითვლება, მაგრამ ეს პრობლემა არსებობს და გაჩნდა იმიტომ, რომ თავის დროზე არავინ გაითვალისწინა რა მოჰყვებოდა დაჩქარებულ პრივატზაციას და რამდენიმე წლის შემდეგ რა შეიძლება შედეგი დადგებოდა. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის დღევანდელი დღით ვსაზღვრავთ და არასდროს გვაქვს დაგეგმილი რა შეიძლება იყოს მომავალში, როგორ განვითარდება მოვლენები.

ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. პრობლემის სათავე უნდა ვეძებოთ იმ ხელშეკრულეაბში, რომელიც წლების წინ გაფორმდა. რასაკვირველია, ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სახელმწიფო იხდის თანხას, დებს თავის ქონებას და დროთა განმავლობაში ის რჩება ფაქტობრივად,  დაკარგულად. საკითხის გადაწყვეტა ხდება სამართლებრივად და სწორად, ხოლო ჩვენებულარ როგორ ხდება, ამაზე პასუხი არ მაქვს”, – განაცხადა “რეზონანსთან” მარინა ბერაძემ. 

თავად კომპანია “ავერსში” ამბობენ, რომ ისინი თავიან კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიას ითხოვენ. დღესდღეობით დაკავებული შენობებიდან, “ავერსი” ინფექციურ საავადმყოფოს, ერთი – ადმინისტრაციული შენობის დაცლას სთხოვს.  “ავერსი ფარმას” გენერალური დირექტორის, ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოს დაკავებული აქვს 8 შენობა, რომლის საერთო მოცულობა 7000 კვ/მ-ზე მეტია. 

“უკანონოდ დაკავებული ფართი უნდა დაცალონ, რა მნიშვნელობა აქვს იქ სამედინო დასწებულება იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ. კანონი ყველამ უნდა დაიცვას. ვინმე სხვის ქონებაში უკანონოდ, რომ შეიჭრას, არა მგონია მესაკუთრემ ფართის დატოვება არ მოითხოვოს. 

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ვითვალისწინებით სამედიცინო დაწესებულების მნიშვნელობას და იქ მომუშავე პერსონალს, 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იჯარის ხელშეკრულებას ვუფორმებდით, რომელიც იყო სამმხრივი. (ჯანდაცვის სამინისტროსა, “ავერსსა” და ინფექციურ საავამდყოფოს შორის). 2018 წლის 31 დეკემბერს ხელშეკრულებას ვადა ამოიწურა და ახალი ხელშეკრულება, რომ უნდა გაფორმებულიყო, ჩვენი მხირადნ დაისხვა სკითხი, რომ ჩვენი ბიზნესი ვითარდება და გვჭირდება ერთი შენობა იმისთვის, რომ სრულფასოვანი, თანამედროვე და მსოფლიო სტანდარტებით შესაბამისი ლაბორატორია გავხსნათ. მათ ვთხოვეთ, რომ ერთი შენობა დაეთმოთ და გავაფორმებდით ხელშეკრულებას კიდევ ერთ წელზე, გონივრული ვადით, სანამ, სხვა ფართში არ გადავიდოდნენ. ამავდროულად ვითხოვდით, რომ ეთქვათ, როდის დაცლიდნენ ფართს. მათ დღეს დაკავებული აქვთ 8 შენობა და საერთო მოცულობით ეს 7000 კვ/მ-ზე მეტია. 

მათ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. ასევე, გვეუბნებოდნენ, რომ არ იციან, როდის გადავიდოდნენ და იქნებიან მანამ სანამ, რაიმე გაირკვევა. სწორედ ამის გარკვევის მოლოდინში წლები გავიდა. შესაბამისად, ჩვენ გარდა იმისა, რომ ვართ ამ ქონების მესაკუთრე, გვაქვს ჩვენი ქონების მოვლის სურვილი. ზოგი შენობა საკმაოდ მოძველებულია, ზოგიც ავარიულია. არის შენობა, რომელშიც წყალი ჩამოდის და ა.შ. ჩევნ ერთ-ერთი ასეთი შენობა შემოვღობეთ, მერიისგან მივიღეთ ნებართვა სახურავის შეცვლასთან დაკავშირებით. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ იმ შენობაში მძიმე პაციენტები ეწვათ, არ დავიწყეთ სარეკოსტრუქციო სამაუშაოები. 

ჩვენს მიერ ბოლოს მიცემული ორ კვირიანი ვადა ამოიწურა პირველ იანვარს. მიუხედავად ახალი წლის დღეების გათვალისწინებით, 9 იანვარს მივწერეთ, რომ 13 იანვრიდან უსაფრთხოების ნორმების გათვალიწნებით, აიკრძალებოდა სარეკონსტრუქციო შენობაში სხვა პირების გადაადგილება. 30-ზე მეტი წერილი იქნა გაგზავნილი, მთელი ამ ხნის განმავლობაში. დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ თარიღზე, თუ როდის დაცლიან ტერიტორიას სრულად”, – განაცხადა “რეზონანსთან” ირაკლი ფურცელაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:28 07-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved