ავარია თბილისში – მარჯვენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები