ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი ავარიაში მოყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა ღამით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. ძალოვანი უწყების კუთვნილი ავტომობილი, გასწრების მცდელობისას, იმავე მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა.
მათივე ცნობით, სამართალდამცველმა ტერიტორია მალევე დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ისე რომ მეორე მძღოლის მდგომარეობით არც კი დაინტერესებულა.
ერთ-ერთი ვერსიით, მანქანის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება.
კომენტარები