გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული.
ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი „ბმვ“- ს მარკის ავტომობილი ხეს შეასკდა, რის შედეგადაც, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.














კომენტარები