• რეკლამა
  • კონტაქტი
16:18, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აუცილებლად წასაკითხი ტექსტი და სანახავი ცხრილი” – რას აქვეყნებს ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
02:44 10-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

“მოქალაქეების” ლიდერი, ლევან იოსელიანი აქვეყნებს ცხრილს და წერს:

“აუცილებლად წასაკითხი, ტექსტი და სანახავი ცხრილი

ამ სტატუსით მინდა სიცხადე შევიტანო ჩემს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ განცხადებებში და კარგად განვუმარტო რამდენიმე მედია საშუალებას, ჩემი განცხადებების შინაარსი, რადგან მათი ინტერპრეტაცია სრულიად სამარცხვინოა, აღარაფერი, რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ პოლიტიკურად წინდაუხედავი და წამგებიანია ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, თუ ისინი მრავალპარტიულ ოპოზიციას გუილშემატკივრობენ (რაშიც უკვე ეჭვი მეპარება) და არა ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ასევე, გთავაზობთ ციფრებში გამოსახულ ანალიზს, თუ რა “სიკეთე“ მოუტანა პატარა პარტიებს ნაციონალურ მოძრაობასთან პოლიტიკურმა ფლირტმა და რა დაუჯდათ მათ ეს “სასიყვარულო რომანი“.

1. როდესაც, ორი დღის წინ, მხარი დავუჭირე ნიკა მელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, მისივე განცხადების საფუძველზე, ეს გადათარგმნეთ, როგორც ქართულ ოცნებასთან ტანდემში მოქმედება და მელიას ციხისთვის გამეტება, არადა როცა მას მართლა ციხე ემუქრებოდა მხოლოდ 2 ხმა იყო პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის საწინააღმდეგოდ მიცემული, და ისიც მე და ალეკოს გვეკუთვნოდა, უფრო მეტიც, ქართულ ოცნებას მოვუწოდებდით არ მოეხსნათ იმუნიტეტი და არ დაეჭირათ ნიკა მელია, რადგან ეს კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებდა, რაც ასეც მოხდა და ეს ქმედება ოცნებას ძალიან ძვირი დაუჯდა, შემდგომში პრემიერ გახარიას მოქმედებების გათვალისწინებით.

ახლა, როდესაც თავად მელიამ მომართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, მხარი დავუჭირეთ მას, რადგან პატივს ვცემთ ადამიანის არჩევანს და მის თავისუფალ ნებას, არ მიგვაჩნია სწორად, ვინმეს იძულება იმუშაოს პარლამენტში თუ მას ეს არ სურს. ანალოგიურად მოვიქცევით შემდგომშიც, თუ ვინმე შემოიტანს განცხადებას და მოითხოვს პარლამენტიდან გასვლას.

2. ვინც ცდილობთ, რომ სააკაშვილზე ჩემ განცხადებას ისეთი ინტერპრეტაცია მისცეთ, თითქოს გახარებული ვარ მისი პატიმრობით უბრალოთ ტყუით, რადგან ის, რომ სააკაშვილი არ მიმაჩნია პოლიტიკურ პატიმრად გირგვლიანის, გელაშვილის, 7 ნოემბრის და იმედის დარბევის საქმეებთან მიმართებით, არ ნიშნავს, რომ მე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა მახარებს. მინდა იცოდეთ, რომ ზოგადად არავის პატიმრობა არ მიხარია, რადგან არ ვარ მანიაკი და ადამიანების მიმართ სიძულვილით არ ვმოღვაწეობ პოლიტიკაში. რაც შეეხება ჩამოთვლილ საქმეებს, ჩემთვის არც ერთ მათგანთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდა არც ადრე და არ არსებობს არც ახლა. მით უფრო ამ შენიშვნას არ მივიღებ იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისაგან, ვინც ცოტა ხნის წინ სააკაშვილს “დორბლიან გიჟად” და “ჯალათად” მოხსენიებდა. სწორედ ეს ხალხი, ამ საქმეებზე ითხოვდნენ მის გასამართლებას და დღეს კი ერთბაშად ყველაფერი დაივიწყეს და საპირისპიროს უმტკიცებენ საზოგადოებას. პოლიტიკოსების მეორე ნაწილი კი, უბრალოდ გაჩუმებულია და ვერ ბედავს ხმის ამოღებას, რამდენიმე ტელევიზიაში, სააკაშვილის პატიმრობის მიმართ, ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნარატივის შიშით.

3. ეს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად მიმაჩნია, რადგან უკვე დროა რაღაც დასკვნები გავაკეთოთ ამ არჩევნებიდან მაინც.

2020 წლის არჩევნებზე სრულიად ახალი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, გამოჩნდნენ ახალია პარტიები, ახალი ლიდერები და წინასაარჩევნო კამპანიაც, პარტიებს მიერ ამომრჩევლისთვის სხვდასხვა პროგრამების შეთავაზებით და ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა. თუმცა, პოლიტიკურმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო შეთანხმება, ერთმანეთთან ქიშპობამ გამოწვია მისი ფრაგმენტაცია და ისე დაასუსტა, რომ ყველა პრინციპული განცხადების მიმართ საპირისპირო ნაბიჯების გადადგმა მოუწია. კონკრეტულმა მედია საშუალებებმა, ოპოზიციის ერთი ნაწილი მოღალატეებად შეირაცხა, ხოლო მეორე ნაწილი გმირებად, რაც შემდგომში პირიქით აღმოჩნდა, რადგან “გმირებს“ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა მოუწია, რაზეც თვეების მანძილზე საპირისპიროს იქადნებოდნენ. ეგრეთ წოდებული პატარა პარტიების ნაწილმა, ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია მედიაში ჩამოყალიბებული ნარატივსთვის და დიდი პარტიის ჩრდილქვეშ დაიბანაკა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა ამომრჩეველს და ამ არჩევნებზე შესაბამისი ვერდიქტი გამოუტანა. საკუთარ პოლიტიკურ იდენტობაზე უარის თქმა პარტიებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. (მონაცემები იხილეთ ცხრილში).

ზოგიერთი დასკვნებს დღესაც ვერ/არ აკეთებს და ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთრი ლიდერის მხარდამჭერ აქციებს უერთდება.

ჩვენზე, პარტია მოქალაქეებზე, კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მიუხედავად 8 თვიანი მიზანმიმართული ბულინგისა და გაშავების კამპანიისა, თბილისში თითქმის ის შედეგი ვაჩვენეთ, რაც 2020 წლის არჩევნებზე, რისთვისაც ჩვენი ამომრჩევლის ძალიან მადლობელი ვარ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მიერ გადადგმული ყველა პრინციპული ნაბიჯი და შეფასება იყო სწორი, მიუხედავდ იმისა, რომ არ ემთხვეოდა ეგრეთ წოდებულ მედია მეინსტრიმს და ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ახლა მაინც გაიაზრეთ, ჩვენთან ბრძოლა კონტრპოდუქტიულია და უკუშედეგს იძლევა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, სიმართლე არ იმალება.

P.S. თბილისის მონაცემბს ვადარებ მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიების ნაწილს, დანარჩენ საქართველოს უმეტეს ოლქებში, არ ჰყავდა კანდიდატები (მაგ. ჩვენ) და შესაბამისად არ იყვნენ წარმოდგენილი საარჩევნო ბიულეტინებში, ამიტომ საერთო ეროვნული პროცენტის დაანგარიშებას აზრი არ აქვს.”

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved