• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აუცილებლად წასაკითხი!” – ექიმი დავით გადელია მოქალაქეებს აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
10:40 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“აუცილებლად წასაკითხი!

მოგეხსენებათ, აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ.

ბოლო დროს, არცთუ იშვიათია ასეთი ფაქტი – აცრიდან 4-5 დღის შემდეგ იწყება დაავადება. გუშინაც მომმართა მეგობრის მეუღლემ, რომ განსაკუთრებით იცავდა თავს, აიცრა და 4დღეში დაეწყო სიცხე, რომელიც ჩათვალა აცრის გართულებად, თუმცა შემდგომში მოუმატა და სავარაუდოდ, დაეწყო COVID-19. ასეთ დროს, დაავადების დაწყებას უკავშირებენ აცრას. ჯერ ერთი, აცრის გვერდითი მოვლენა, ტემპერატურის მომატება იცის მხოლოდ პირველივე დღეს და მაქსიმუმ 2 დღეს გაგრძელდეს და ახლა მთავარი მიზეზი, რატომ იწყება დაავადება აცრის შემდეგ; ვაქცინაციის რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, გამოყოფილი იქნა დიდი ფართები, ბევრი ვაქცინაციის კაბინეტებით. სამწუხაროდ, ასეთი ფართების კონტროლს სამედიცინო პერსონალი სრულად ვერ ახერხებს. ნუ გაგიკვირდებათ და ნურც გაბრაზდებით! ფართის მაკონტროლებლები კი არა, უშუალოდ ამცრელი ექთნები, ექიმები და მეთვალყურეებიც ჭირს, მიუხედავად ნორმალური ანაზღაურებისა. ამიტომ, ასეთი აცრის ადგილები გადაიქცა ჩვეულებრივ თავშეყრის ადგილებად და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ვირუსის გადადების მაღალ რისკს შეიცავს. თუმცა შეიძლება გაფრთხილებაც:

1. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ აიცრათ დაურეგისტრირებლად, შეეცადეთ დარეგისტრირდეთ და თქვენ დროზე მხოლოდ 10 წუთით ადრე მიხვიდეთ ასაცრელ ადგილას.

2. არ მოგერიდოთ მოქალაქეობრივი პიზიციის გამოჩენის! დაიცავით რეგულაციის 2 უმთავრესი პრინციპი და სხვასაც მოუწოდეთ მისი დაცვა – სწორად გაკეთებული პირბადე და დისტანცია. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ გავწვდებით მთლიან კონტროლს და მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ ამას.

3. მაქსიმალურად შეამცირეთ საუბრები აცრების დალოდებისას სხვასთან (რეგულაციის მოწოდებას არ ეხება). ყველაზე დიდი რაოდენობით და ალბათობით, ჩვენი ნერწყვის წვეთები სწორედ საუბრისას გადაეცემა სხვას, ვირუსთან ერთად. ეს იმდენად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მეგობრებთან ურთიერთობის მომეტებულად მოყვარული (განსაკუთრებით სუფრის საშუალებით!) კაციც, რომ წარმოვიდგენ რა ირიგაცია ხდება სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისას – ურთიერთობის სურვილიც მეკარგება. თანაც, რაც უფრო მგზნებარე და გრძელია სადღეგრძელო, მით მეტი რისკის ქვეშაა თანამეინახეები.

4. შეეცადეთ, ვაქცინაციისთვის პირველ რიგში დარეგისტრირდეთ კლინიკებში და სხვა შეზღუდულ ფართებში.

კიდევ ვიმეორებ: ვაქცინაციას არა აქვს ალტერნატივა და შინაგანი დაცვის მთავარი იარაღია, მაგრამ ამ შეიარაღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოქალაქეობრივი პოზიციაც! იყავით ჯანმრთელი!”, – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved