• რეკლამა
  • კონტაქტი
09:27, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აუცილებლად ბოლომდე წაიკითხე, გეგონებათ სარკეში იყურებით” – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
18:13 08-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
590
პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:
“რა ზუსტად დაუხასიათებივართ ამ პატიოსან ბრიტანელ კაცს. აუცილებლად ბოლომდე წაიკითხეთ. გეგონებათ სარკეში იყურებით?
ფოტო- ბრიტანეთის საოკუპაციო ძალები ბათუმში 1920წ. ბრიტანელი ოფიცრის ჩანაწერებიდან:
“ქართველები უცნაური ხალხია, ანგლო-საქსონი ადამიანისთვის რთულად გასაგები. მათი წარმოშობა, ისევე როგორც მათი ენისა, ბურუსითაა მოცული. მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც დასავლეთის დიდი ნაწილი და მთელი რუსეთი ჯერ კიდევ ველური იყო, ქართველები უკვე ქრისტიანები იყვნენ და მათ დღემდე შეინარჩუნეს თავიანთი მრწამსი. მათი კულტურა სპარსულს ეყრდნობა მაგრამ ამავე დროს დასავლურიცაა, თუმცა არსებითად ქართველები მაინც აღმოსავლეთის ხალხია.
ქართველები ყოველთვის მებრძოლები არიან, რაინდულები, უზომოდ მამაცები, მხიარულები, [მაგრამ ასევე] თავქარიანები, წინდაუხედავები, კარგსა და ცუდს რომ თანაბრად ეგებებიან; რაც უფრო წარმატებულები არიან, მით უფრო უსაქმურები და ზანტები ხდებიან, მაგრამ წარუმატებლობა კვლავ ძალისხმევისკენ ამხნევებს მათ. ძლიერნი და მშვენიერნი, კაცებიც და ქალებიც კარგი მხედრები არიან და დიდ სიამოვნებას ნახულობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში და საფრთხეში.
ქართველები არიან გულუხვები, სპონტანურები, ყოველგვარი იმ არაჯანსაღი მისტიციზმის გარეშე რომელიც რუსებს ახასიათებთ, გულთბილები და ამავე დროს თვით ლუციფერივით ამაყნი. როდესაც საქმე ღირსებას შეეხება, ქართველი ხდება მძვინვარე და გულღრძო, ფიცხი, მოჩხუბარა, წამში შეუძლია იფეთქოს და მოკლას რაიმე წვრილმანი შეურაცყოფისათვის, იმის გაუაზრებლად თუ რად დაუჯდება ეს მას; შურისძიებაში დაუღალავნი, ისინი ასევე ფანტასტიურად გულუხვები არიან პატიებაში.
ქართველები უფრო მოქმედებენ იმპულსითა და ემოციებით ვიდრე საღი გონებით, ერთი სიტყვა ან ქმედებაა საკმარისი რათა ისინი ცრემლებიდან სიცილამდე მიიყვანო, ან მტრობიდან სათუთობამდე.
საუბარი, განხილვა, სასიამოვნო განსჯაში და დისკუსიაში საათების გატარება – ეს არის ქართველთა ჩვევა. საუბარი დიდად სიამოვნებთ მათ და მათვის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქმედება. ისინი არასოდეს იწუხებენ თავს ფულის დაზოგვით; როდესაც ფული აქვთ, გაშლილი ხელით ხარჯავენ გარშემორტყმულნი ათობით მეგობრითა და ნათესავით, ხარჯავენ დაუდევრად და ხვალინდელ დღეზე ფიქრის გარეშე, იმის იმედით რომ იღბალი გაუმართლებთ და ისევ იშოვნიან ფულს. ქეიფი და დროსტარება მათ სისხლშია და ამის დასტურია მათი წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა – საჭმლით დახუნძლული მაგიდები, თამადას დახვეწილი სადღეგრძელოები, საჭმელ-სასმელის უწყვეტი დინება რომელსაც ბოლო არ უჩანს, მრავალ-დღიანი დღესასწაულები რომელსაც ნებისმიერ საბაბზე აწყობენ.
ქართველები არიან მგზნებარე ინდივიდუალისტები, რომლებსაც აკლიათ დისციპლინა და თვითკონტროლი; სძაგთ ბრძანებები და დამორჩილება. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი გამსჭვალულები არიან პატრიოტიზმით, საქართველოს და თავისუფლების სიყვარულით, რომელიც იმდენად მგზნებარეა რომ ვერანაირი დამარცხება ან უბედურება ვერ შეძლებს გაანადგუროს ან გასტეხოს ეს ხალხი.”
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
თეგები: გიგი უგულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved