• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, კვირა, 13 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აუხსნეს “ოცნებას”, რომ ხელისუფლება უნდა გადააბაროს მშვიდობიანად”

ალია ავტორი - ალია
16:42 06-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დოკუმენტს, სადაც ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზეა საუბარი:

“ეს დოკუმენტი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, და შესაბამისად, მთლიანად ქართულ ოცნებას მტკიცედ აყენებს პუტინის მოკავშირეების რიცხვში.

რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელსაც „შეერთებული შტატების გაძლიერება და წინააღმდეგობა გლობალურ საფრთხეებთან“ ჰქვია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თავის ყველა ასპექტში, საქართველოსთვის კიდევ უფრო საყურადღებოა, იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, მთლიანად ქართულ ოცნებას მტკიცედ აყენებს პუტინის მოკავშირეების რიცხვში.

ყველა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უკიდურესი სერიოზულობით მოეკიდებოდა ამ დოკუმენტს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ავტორებისა და ამ მოხსენების აღმაშფოთებელი ხრიკებით დაკნინებას.

ვინაიდან სახელმწიფოს არცერთი სტრუქტურა, რომელსაც საგარეო პოლიტიკის გატარება ევალება, თავის ფუნქციებს არ ასრულებს, იძულებულნი ვართ ავუხსნათ ხელისუფლებას და შევატყობინოთ მოქალაქეებს რა მოხდა დღეს:

რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტი შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 147 რესპუბლიკელი კონგრესმენისგან შედგება. კიდევ უფრო მეტი, ამ ყველაზე მძლავრი იდეოლოგიური და ორგანიზაციული გაერთიანების ჯგუფის წევრია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები დიკ ჩეინი და დეინ კუელი, ოთხი რესპუბლიკელი სენატორი – პეტ ტუმი, რიჩარდ ბარი, ჯონ ბუზმანი და როჯერ ვიკერი.

ამ კომიტეტმა დაავალა თავის 13 წევრს ანგარიშის წარდგენა, რომელმაც საქართველოს ხელისულფებას და ოლიგარქს ადგილი პუტინის მოკავშირეებში მიუჩინა.

აუცილებელია, მოკლედ დავასახელოთ ამ ანგარიშის ზოგიერთი მთავარი პუნქტი:

1. რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დასახელება.

2. მეორადი სანქციები იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც სანქციების მიუხედავად მონაწილეობენ რუსეთის ნავთობისა და გაზის პროექტებში.

3. სანქციები რუსეთი სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ, რომელებიც, მათ შორის, რუსულ რუბლში არის დენომინირებული.

4. ვნეშ ეკონომ ბანკის სასანქციო სიებში შეტანა.

5. სანქციები რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელებისა და აგრეთვე მათ წინააღმდეგ, ვინც აშშ-ს პარტნიორი სახელმწიფოების პოზიციებს უკიდურესად აზიანებს და იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, ვინც პირდაპირ კრემლთან არიან დაკავშირებული.

6. ამ სიაში პუტინთან, ევტუშენკოვთან და მედვედჩუკთან ერთად ბიძინა ივანიშვილია დასახელებული, როგორც პუტინის უახლოესი მოკავშირე, რომელიც ჩართულია „საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.“

7. გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის მზადყოფნა „საქართველოს მხარდამჭერი კანონის“ მიღების გზით.

ქართული ოცნების უნიჭო და დამანგრეველი მმართველობის შედეგად, საქართველო აღმოჩნდა გზაგასაყარზე – ერთი გზა ევროკავშირში და ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებისკენ, ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებისკენ და დამოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო შექმნისკენ, სადაც უზრუნველყოფილია მოქალაქის კეთილდღეობა და ადამიანის უფლებები;

მეორე გზა იმ უფსკრულისკენ მიდის, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკურ დომინირება ჰქვია და საითაც ქართული ოცნების ხელისუფლება უკვე 8 წელია საქართველოს მიაქანებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება ძალა ერთობაშია იანვრიდან აფრთხილებდა ხელისუფლებას შეერთებული შტატების უმკაცრეს ენაზე გადასვლის გარდაუვალობაზე და ეს მოხსენება, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება კანონპროექტებში აისახოს, მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენმა მთავარმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური ვალდებულებაა ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გაისტუმრონ ისტორიის სანაგვეზე”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved