“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“2 წლის წინ როდესაც ლომჯარიას გადაყენებას ვითხოვდით – ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, თამარ ჩუგოშვილი და მთელი ქართული ოცნება გადაეფარა, ჩემს წინააღმდეგ წამოვიდა, ლომჯარია სამართლიანობის და პატიოსნების ეტალონად მონათლა, ხოლო “ქართული მარში” სახალხო დამცველზე ძალადობაში დაგვადანაშაულა
2 წლის წინ გავაფრთხილე ქართული ოცნება – “ეს ქალი სამშობლოს მოღალატეა, მალე თქვენც ზურგში დანას ჩაგცემთ-თქო”
“ბუმერანგი” – ყველაზე ფილოსოფიური იარაღია.
ბუმერანგივით დაუბრუნდა ოცნებას ლომჯარიას სახალხო დამცველად დანიშვნა
აუხდათ რაც გავაფრთხილე – დღეს ლომჯარია ნომერ პირველი მტერი აღმოჩნდა –
ახლა კიდევ ერთს გავაფრთხილებ – ძალიან მალე, სულ მალე – ისინი აგიყირავდებიან რომლებიც მაშინ ჩემგან ლომჯარიას იცავდნენ – ხომ გგონიათ თქვენიანები, აგერ ნახავთ ცოტა ხანში სურპრიზებს “
კომენტარები