• რეკლამა
  • კონტაქტი
23:12, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის, პარლამენტთან ქვეყნის ბედი წყდება!” – კავკასიის უნნივერსიტეტის სტუდენტები

ალია ავტორი - ალია
20:11 05-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ:

ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ისტორიული არჩევანი – ევროპა და საზოგადოების გაცხადებული ნება – ოფიციალურად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.

ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს, რადგან ვფიქრობთ, რომ, სამწუხაროდ, აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის – ახლა ქვეყანა ფიზიკურად არის დასაცავი გარუსებისგან. ამიტომ 12 მაისის დილას შეიქმნა პეტიცია სასწავლო პროცესის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც 18:00 საათის მონაცემებით, 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 

რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში გაქრება და გაითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია – ამ საფუძვლიან ეჭვში დაგვარწმუნა ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე, ბოლო დღეებში დაწყებულმა დევნამ, რეპრესიებმა და ძალადობამ როგორც მოქალაქეების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ. 

ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და მრავალსაუკუნოვან ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, საქართველოს დასაცავად გვიწევს შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი იქამდე, ვიდრე მას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა!

ჩვენ, სტუდენტები ვგრძნობთ მხარდაჭერას ჩვენი უნივერსიტეტისგან, რომელიც იზიარებს მყარ პოზიციას, რომ ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია, რადგან საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი!

ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია! შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved