• რეკლამა
  • კონტაქტი
22:16, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აუდიო – “ოპოზიცია პარაზიტია… მთავარია, რუსეთი რას ფიქრობს” – რუსთავი2-ის მტკიცებით, მათ გიული ალასანიას საუბრის სკანდალური ჩანაწერი მოიპოვეს

ალია ავტორი - ალია
22:35 01-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,067

რუსთავი2 აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც მედიის მტკიცებით, მათ წყარომ მიაწოდა და მათივე ცნობით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას საუბარია ჩაწერილი.

ვიდეოში ისმის სიტყვები:

“რა თქმა უნდა მეშინია, მე ძალიან მეშინია და მე საერთოდ რომ ჩავედი იმით ჩავედი, რომ მეთქვა არ წამოხვიდეო, მაგრამ ვერ ეტყვი მაგას იმიტომ, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. მოკლედ, ისეთ საგიჟეთში ვართ, ფაქტია რომ ვართ ამ საგიჟეთში, რა ვიცი, ძალიან მეშინია, რა თქმა უნდა.

მაგრამ მეორე მხრივ, აი ისევ, აი მთავარი ის არის რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში. მე ვფიქრობ, რომ რუსეთს, ესე, აი ასეთ რაღაც ცუდ ნაბიჯზე წასვლა…

რუსებსაც არ უნდათ ეს ივანიშვილი, ხომ ჩანს ეს ახლა ამ მასალებს, რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე, რომ ჩვენ გვაჩვენებს- ეს ხომ რუსები აწვდიან. უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა, ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს. პროცენტულად არ აქვს ის შედეგი, მაგრამ ამზადებენ მომავლისთვის. ამიტომ ამ სიტუაციაში, მე არ ვიცი ამ ჩემს შვილს აქ რა დახვდება. მე არ ვიცი. აი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ.

ეს ოპოზიციაც ასე არასწორად გაზრდილი ხალხია, ეგენი არიან ბუნებით პარაზიტები. სულ პარაზიტობდნენ, მიშიკოს კარგად ყოფნის დროსაც პარაზიტობდნენ და ცუდად ყოფნის დროსაც ამის ხარჯზე იყვნენ.”

რუსთავი2-ის ცნობით, ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის

“მე წინააღმდეგი ვიყავი მისი საქართველოში ჩამოსვლის, მე და ჩემი ძმა ჩავედით მასთან რომ გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ არ დაგველაპარაკა. როგორ გიპასუხოთ  2წლის წინანდელ ჩანაწერზე, რომელიც მე არ მახსოვს,”- განუცხადა გიული ალასანიამ “კურიერს”.

http://

თეგები: გიული ალასანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved