• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აუდიო ჩანაწერი ივანიშვილის წინააღმდეგ – ვისი გვარები ფიგურირებს ჩანაწერში, – რას ამბობს ალექსანდრე ჩიკვაიძე

ალია ავტორი - ალია
15:33 01-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,430

დღეს, მოულოდნელად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ მის საქმეში ფარული ჩანაწერის ჩადება მოითხოვა. მისი მტკიცებით, ამ ჩანაწერით დასტურდება საქართველოს მთავრობის, პროკურორისა და ივანიშვილის თანამონაწილეობა შურისძიების მოტივით ადამიანების ციხეში გაშვებაში.

პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. ჩიკვაიძე ამბობს, რომ თუ მოსამართლე შუამდგომლობას არ გაითვალისწინებს, ის აღნიშნულ აუდიოჩანაწერს გამოაქვეყნებს და საზოგადოება თავად დარწმუნდება, როგორ ხდებოდა საქმეების შეკერვა.

შუამდგომლობა ეხება ირაკლი შოთაძის აუდიოჩანაწერს, სადაც ის თავიდან ბოლომდე ყვება, როგორ შეკერა ჩვენი საქმე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, რომელიც დღეს გახლავთ მზია ამაღლობელის პროკურორი. ეს ადამიანი ცნობილია საქმეების ჭრა-კერვით და ამავე საუბარში ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, ამას დღეს საზოგადოება პირველად გაიგებს. შოთაძე აუდიოჩანაწერს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს საინფორმაციოდ და ამას აკეთებს ერთ-ერთი სხვა პროკურორის გავლით, სადაც ყვება ამ ყველაფერს, რატომ გახდა ჩვენი სამოქალაქო საქმე, რატომ გახდა იძულებული, აჭარაში ეს საქმე დაეხურათ, წამოეღოთ თბილისში, პოლიციაში. ამ შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დავაყენებთ. თუ ეს შუამდგომლობა კვლავ არ იქნება დაკმაყოფილებული, 7 თებერვალს ჩვენ ამ ჩანაწერს გავხდით საჯაროს. შოთაძე იმ ფორმით უყვება სხვა პროკურორს, მაღალი რანგის პროკურორს, ჩვენი საქმის გარშემო რა მოხდა და მისი დიალოგიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ეს ინფორმაცია მიდის ზევით, აინტერესებთ, რატომ იყო ჩვენს საქმეში გაჟღერებული ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. თუმცა, ამაში მონაწილეობდა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ჯიბის თაღლითი ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე. სავარაუდოდ, ის აბარებს ანგარიშს ბიძინა ივანიშვილს, რადგან კითხვა მომდინარეობს ივანიშვილის მხრიდან, რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი. როგორც ჩანს, ალექსანდრე ივანიშვილს არ შეუთანხმებია ეს თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა მას მერე, რაც გაიგეს, რა როგორ მოხდა, ამაზეც ივანიშვილი უარზე არ ყოფილა, – ამბობს ჩიკვაიძე. 

ალექსანდრე ჩიკვაიძე ის ბიზნესმენია, რომელმაც ივანიშვილი რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებში არაერთხელ ამხილა, მის ძმას კი იახტების ბიზნესის წართმევის ბრალდება წაუყენა.

ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა და ბიზნესრეკეტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved