• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აცრილებსა და აუცრელებში “ომიკრონის” სიმპტომები განსხვავებულია

ალია ავტორი - ალია
11:38 12-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ნიუ-იორკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმმა, დოქტორმა კრეიგ სპენსერმა “ომიკრონ” შტამისათვის დამახასიათებელ სიმპტომებზე ისაუბრა. ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებზე დაკვირვებისას იგი საინტერესო დასკვნამდე მივიდა.

“თითოეულ პაციენტს, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი მესამე დოზა მიიღო,  მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა. ეს მოიცავდა ყელის ტკივილს, დაღლილობას და კუნთების ტკივილს.

მათ არ უჭირდათ სუნთქვა და არ აღენიშნებოდათ ქოშინი. 

პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს Pfizer-ის ან Moderna-ს  კოვიდ ვაქცინის ორი დოზა, ასევე მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ, თუმცა უფრო მეტი, ვიდრე სამჯერადად ვაქცინირებულებს”, – აცხადებს ექიმი. მისი თქმით, ორი დოზით ვაქცინირებულებს უფრო ძლიერად გამოხატული დაღლილობა და ხველა ჰქონდათ.

მისი განმარტებით, Johnson & Johnson-ით ერთჯერად აცრილებში დაავადება კიდევ უფრო რთული ფორმით მიმდინარეობდა. ამ ჯგუფის პირებს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, სისუსტე, ქოშინი და ხველა აღენიშნებოდათ.

დოქტორი კრეიგ სპენსერი აღნიშნავს, რომ პაციენტები, რომელსაც  ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, ვაქცინირებულები არ იყვნენ. არავაქცინირებულ ადამიანებს აღენიშნებოდათ “ძლიერი ქოშინი” და “ჟანგბადის დონის დაქვეითება სიარულის დროს”.

უჯრედული დიაგნოსტიკის კომპანია Insildex-ის მეცნიერმა, ექიმმა ბრიუს პატერსონმა განაცხადა, რომ “ომიკრონის” ყველა შემთხვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომია დაღლილობა. მისი თქმით, პაციენტები ასევე განიცდიან გემოს შეგრძნებისა და ყნოსვის დაკარგვას.

მისი განმარტებით “ომიკრონ” ვარიანტს ნაკლებად მძიმე სიმპტომები ახასიათებს, ვიდრე სხვა შტამებს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved