„აწი ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერები, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ. წალენჯიხაში ხაზარაძემ და ჭყონიამ განახორციელონ!“ – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წალენჯიხის ახლად არჩეული მერის, გიორგი ხარჩილავას უარს მიეღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისა და ქალაქების და თემების ახლადარჩეული მერების და სახელმწიფო რწმუნებულის შეხვედრაში.
„წალენჯიხის მერმა დემონსტრაციულად განაცხადა უარი ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე არ მივიდა! ეს არის პოლიტიკური დემარში, რომელსაც შესაბამისი პასუხი სჭირდება! აწი ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერები, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ. წალენჯიხაში ხაზარაძემ და ჭყონიამ განახორციელონ!“ – წერს ჟურნალისტი ფეისბუქის პირად გვერდზე.
კომენტარები