ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
ცნობისთვის, სოციალუს ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.
კომენტარები