“ფული ტვინში აგივარდათ. სახელმწიფოს და ხალხს უპირისპირდებით?”– ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სათამაშო ბიზნესის მიერ სპორტის სპონსორობის გაუქმებაზე დაანონსებულ ინფორმაციას.
“ათასობით გაუბედურებულ ადამიანთა ხარჯზე გაზულუქებული სათამაშო ბიზნესი მთავრობის გადაწყვეტილებას საბოტაჟს უცხადებს. ფული ტვინში აგივარდათ. სახელმწიფოს და ხალხს უპირისპირდებით? გასვლია ვინმეს?
თქვენს ნაცვლად სხვები შემოვლენ, იმ რეგულაციებით, რომლებსაც მთავრობა დააწესებს და რომლებიც მაქსიმალურად დაიცავს მოსახლეობას.
“ლელო” ისევ აგრძელებს მთავრობის ამ ინიციატივის საბოტაჟს და მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვს. ვინმეს ჰგონია ინტერესებს ვერავინ ხედავს? ბნელა?”– წერს ამირან სალუქვაძე.
კომენტარები