• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ათ დღეში გეტყვით, შევალთ თუ არა პარლამენტში – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
12:34 05-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინიდან დაბრუნდა და აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მისი შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, მელიამ განაცხადა: „ახლა არა, ათ დღეში გეტყვით, დაახლოებით”.

ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პირადად აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, თუმცა იგეგმება შეხვედრები რეგიონებში და გადაწყვეტილების თაობაზე თვის ბოლოს ისაუბრებენ.

„დღიდან გათავისუფლებისა ვთქვი, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, მეგობრებთან ერთად, არ ვიჩქარე. პატივისცემის ღირსია ყველა ჯგუფი, ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობის” ფარგლებში ვინც არის გაერთიანებული. სამი თვე არ მქონია მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს რომ გამეკეთებინა არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელებასა თუ არგაგრძელებასთან დაკავშირებით. მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ამისთვის გამოვიყენე. ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved