სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში აქტიურად განაგრძობს საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას.
აჭარაში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისის თვეში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს 95 ობიექტში, მათ შორისაა 16 საშაურმე, 26 საცხობი, 19 საკონდიტრო და 34 – ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტი.
შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა 42 ობიექტში, კერძოდ, 11 – ხორცისა და თევზის რეალიზაციისას (დაილუქა 217კგ-მდე ხორცი, 1.5 კგ. კუპატი, 53 კგ. თევზი), 8 საშაურმეში, 13 საცხობსა და 10 საკონდიტროში. დარღვევის ყველა ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
კომენტარები