• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს 2 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ

ალია ავტორი - ალია
11:07 11-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს 2 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, N28 ბათუმის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 147 292 ამომრჩეველი, ხოლო N30 ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 96 760 ამომრჩეველი.

N28 მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ტიტე აროშიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი კირთაძეს შორის მოუწევს, N30 მაჟორიტარულ ოლქში კი ამომრჩევლები საკუთარ არჩევანს გია აბულაძესა („ნაციონალური მოძრაობა“) და ფრიდონ ფუტკარაძეს („ქართული ოცნება“) შორის გააკეთებენ. თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმშია და მეორე ტურში არ მონაწილეობს. ამის მიუხედავად მათი წარმომადგენლების გვარები საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 21 დეპუტატია. 18-ს მოსახლეობა პროპორციული წესით, სამს კი მაჟორიტარული წესით ირჩევს. მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში ხმათა 50.05%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ცოტნე ანანიძემ გაიმარჯვა. პროპორციული სისტემით 11 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“, 7 კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100% დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved