• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, შაბათი, 10 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასტრაზენეკა” უფრო სტაბილური და ხანგრძლივი ზემოქმედების ვაქცინა იქნება, ვიდრე – “ფაიზერი” – კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
01:33 08-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ალერგოლოგი, იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

“მსოფლიოს ბევრი ქვეყანა (მაგალითად, აშშ, ისრაელი, ინგლისი, შუა აღმოსავლეთის ქვეყნები) თვლის, რომ აცრილად ადამიანი მხოლოდ ორი დოზის შემდეგ ითვლება, ამიტომ მოგზაურობის ისტორია რომ არ აირიოს, ჯერჯერობით ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ყველა შემთხვევაში გაკეთდეს ვაქცინის ორი დოზა, “ჯონსონი და ჯონსონის” გარდა, რომლის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. ჩვენი ქვეყანაც ამ წესს მიჰყვება, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ თუ კოვიდგადატანილი ხარ, ერთი დოზითაც ისეთივე იმუნიტეტი გიყალიბდება, როგორიც ორით აცრისას. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნივერსალური რეკომენდაციაა ორი დოზით აცრა, გახლავთ ის, რომ თუ ადამიანს აქვს იმუნური სისტემის სისუსტე, მაგალითად, ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს, მას ერთი დოზის შემდეგ ანტისხეულები თითქმის არ აქვს და ინფექციის გადატანის მიუხედავად, ორი დოზა სჭირდება


ჯანმო, მთავარი რეკომენდატორი, მოითხოვს, ჯერ მოსახლეობის მინიმუმ 10% უნდა ავცრათ და მხოლოდ მერე ვიზრუნოთ ბუსტერზე. როგორც ისრაელის მაგალითით დავინახეთ, ექვსი თვის შემდეგ “ფაიზერის” ეფექტიანობა შემცირდა, განსაკუთრებით – ასაკოვანთა შორის, იმავე პერიოდში “ასტრაზენეკას” ეფექტიანობა კი სტაბილურად არის შენარჩუნებული. როგორც ჩანს, “ასტრაზენეკა” უფრო სტაბილური და ხანგრძლივი ზემოქმედების ვაქცინა იქნება, ვიდრე – “ფაიზერი”, რომელსაც მეტი ბუსტერი დასჭირდება. ამ ყველაფერს ჯერ სწავლობენ, აკვირდებიან და როგორიც იქნება საერთაშორისო რეკომენდაციები, ჩვენც ისე მოვიქცევით.

“ფაიზერის” და “მოდერნას” ასაკი 12 წლამდე შემცირდა და ბევრმა ქვეყანამ, მაგალითად, ინგლისმა და გერმანიამ, ამ ასაკიდან აცრაც უკვე დაიწყო, ოღონდ ჯერ მხოლოდ იმ ბავშვებს ცრიან, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება, გულის მანკი, ცერებრული დამბლა, ნევროლოგიური განვითარების შეფერხება, ასთმა… სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს არც ისინი ცრიან. სამომავლოდ ჩვენც ვიმსჯელებთ ამაზე. არ არის ცუდი გზა, ჯერ რისკჯგუფის ბავშვები აიცრან, იმიტომ, რომ ბავშვების გარდაცვალების მაჩვენებელი პრაქტიკულად არ გვაქვს.


– აღელვებულმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერეთ: “სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ქმედებებს”… მიამბობთ ამაზე?

-შეიკრიბა გარკვეული წრე და თქვეს, რომ ის, რასაც ექიმები და მათ შორის კულუმბეგოვი აკეთებენ, იგივეა, რასაც იოსეფ მენგელი აკეთებდა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში, ანუ ის ექსპერიმენტებს ატარებდა ხალხზე და ამ ექიმების მოქმედებასაც ამას ვადარებთო. მოგვიანებით ეკლესიის პოზიცია გამოხატა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და თქვა, ბიძინას და ყველა ექიმს პატრიარქიც ლოცავს და მეც, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანიაო. ჩვენ ვიცით პატრიარქის პოზიცია, ვიცით სინოდის თებერვლის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ეს არის ექიმების საქმე.
ჩვენ, ექიმებმა, ვიცით მედიკამენტების მოქმედების მექანიზმი, გვერდითი მოვლენები, მათი სიკეთე. ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, ადამიანებს მივუტანოთ ინფორმაცია და ვინც ჩვენ არ გვენდობა, განვუმარტოთ, რომ აცრას მხოლოდ სიკეთე მოაქვს და არავითარი რისკი არ ახლავს. ერთეული გამოხდომები იქნება, მაგრამ ეს ეკლესიისა და, მით უმეტეს, უწმინდესის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას არ ცვლის. საპატრიარქოს სამედიცინო ნაწილისგანაც შევიტყვე, რომ მხარს გვიჭერენ და ხელს არ შეგვიშლიან. ისინი აშკარად გვენდობიან…

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved