• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ასრულდა სააკაშვილის ოცნება ჟურნალისტი გარდაიცვალა“ – ლევან მამალაძე

ალია ავტორი - ალია
15:54 07-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ლევან მამალაძე, ყოფილი გუბერნატორი:

,,ასრულდა სააკაშვილის ოცნება ჟურნალისტი გარდაიცვალა!
სამარცხვინო იქნება ეს ტრაგიკული შემთხვევა ვიღაცამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს!

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მშობლებს და ახლობლებს!
რამ გამოიწვია ლექსოს გარდაცვალება , ეს იყო თრომბო-ემბოლია თუ სხვა მიზეზით სიკვდილი, ექსპერტიზამ უნდა დადგინოს!
ფაქტია ერთია რომ ტვ პირველის ოპერატორი ძალადობის მსხვერპლო გახდა. სააკაშვილი დიდი ხანია ოცნებობდა ასეთ გარემოებაზე, რითაც შეძლებდა ქვეყანაში სიტუაციის არევას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ჯერ კიდევ მარტში ვამხილე სააკაშვილი, ხელისუფლების ჩამოშლისთვის ტვ პირველის გავლენიანი ჟურნალისტების შეწირვას რომ გეგმავდა! ყველას ემახსოვრება ჟურნალისტი გიორგი სანაიას მკვლელობის მკვლელობის შესახებ , რამხელა აქციები ააგორა მიშამ, თუმცა ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ ქონდა ამ ფაქტთან! ახლაც იგივესა შეეცდება!
გამოძიებამ დეტალურად უნდა შეისწავლოს ვინ იყვნენ ლექსოზე თავდამსხმელები. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჟურნალისტებზე ძალადობაში სააკაშვილის დაქირავებული რადიკალები მონაწილეობდნენ და პროვოცირებას უკეთებდნენ ცემას! არსებული ჩანაწერების საფუძველზე ყველა მონაწილის იდენტიფიცირება გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს. ყველა დამნაშავე და მოძალადე უნდა დაისაჯოს!
ეხლა ვისმენ გამოსვლებს და იგრძნობა სააკაშვილის ხაზი! გამოძიება მხოლოდ ეხლა დაიწყო, ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ხელისუფლების შეცვლისკენ და აქციებისკენ მოუწოდებენ. სააკაშვილის რადიკალები შეეცდებიან ეს ფაქტი თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ. სააკაშვილი სიხარულს ვერ მალავს, მისის რადიკალები კი კულუარებში დავლურით ხტიან, „ეს რა საოცარი საჩუქარი მივიღეთ არჩევნების წინო“!
საზოგადოებამ სიდინჯე უნდა გამოიჩინოს და დესტაბილიზაციის საშუალება სააკაშვილს არ უნდა მიეცეს. ვერ გაუძლებს ჩვენი სამშობლო ამდენ თავსმოხვეულ ექსპერიმენტს. მათ ხომ ხელისუფლება აინტერესებთ და არა სახელმწიფოს სიძლიერე, მათი მართველობის პერიოდი ხომ ყველას კარგად გვახსოვს!
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს , რათა დროულად ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, ყველა კითხვაზე პასუხი გაიცეს და ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდეს!
დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად ქართულ მედიას და ტვ პირველს. თქვენზე ბევრად არის დამოკიდებული თუ რა აზრს გავავრცელებთ. იმედი მაქვს რომ არ მისცემთ საშუალებას თქვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავს გარდაცვალება საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა თავის ინტერესებში გამოიყენონ და ქვეყანაში სიტუაცია არინო. სამარცხვინო იქნება ეს ტრაგიკული შემთხვევა ვიღაცამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, შვილმკვდარ დედას კი ცხონებულ ლექსოს ვერავინ დაუბრუნებს!”

თეგები: ლევან მამალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved