• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასოცირების შეთანხმება” და ევროპარლამენტის ანგარიში – “საქართველომ დემოკრატიული პრინციპების კუთხით უკან დაიხია”

ალია ავტორი - ალია
02:15 04-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში მიიღო. დოკუმენტში საუბარია 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდზე და ის ევროპარლამენტისთვის საგარეო დოკუმენტის სახით, სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და ევროპის კოლეჯის მოწვეული პროფესორის, ლორ დელკურის მიერ მომზადდა.

დოკუმენტში ნათქვამია:

“საქართველომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა, სერიოზულად დაიხია უკან”.

“საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები საკუთარ არსს თანდათან კარგავენ, მმართველი კოალიცია კი ძალაუფლებას ხელში სულ უფრო მეტად იგდებს და ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის”

დოკუმენტში საუბარი ეხება ქვეყანაში “მნიშვნელოვნად გაუარესებულ კანონის უზენაესობას”, რასაც, მათი ცნობით, “ადასტურებს ოპოზიციის ლიდერების დაკავება”, ასევე “2019 წლის ივნისი/2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება”.

ანგარიშში საუბარი ეხება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც – ნათქვამია, რომ ის მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა.

“საარჩევნო კამპანია ასახავდა სულ უფრო აგრესიულ რიტორიკას და მედიაგარემოს მკვეთრ გაუარესებას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები განიხილებოდა, როგორც კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული, აღინიშნებოდა ბრალდებები დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ” – აღნიშნულია დოკუმენტში.

აქვე, საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და მის დაკავებაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში არასათანადო მოპყრობის შემდეგ გაუარესდა. აქვე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს [მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა] “არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება იყო. “ამას ადასტურებდა “ქართული ოცნების” ცნობილი ლიდერების, მათ შორის პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები, რომლებიც სააკაშვილს “ბრალის დამძიმებით” დაემუქრნენ, რაც ადასტურებს პოლიტიკურ ჩარევას მართლმსაჯულების სისტემაში”. 

ასევე, დოკუმენტში საუბარია ქართული მედიის გაუარესებულ მდგომარეობაზე და ჟურნალისტებზე თავდასხმებზე: “სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები საქართველოში მუშაობენ, კიდევ უფრო რთული გახდა პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო”.

დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული საქართველოს თანაშრომლობა ევროკავშირის სტრუქტურებთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით, თუმცა აქვე ხაზგასმულია, რომ “საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა”.

თარგმანი – “მთავარი არხი”

თეგები: ევროკავშირირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved