აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, Azel.tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი, რომელიც ბაქოში პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საექსტრადიციო პატიმრობა ჰქონდა შეუფარდებული, გათავისუფლების შემდეგ კი, საქართველოშია და რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებზეც დადის, სოციალურ ქსელში, წერს:
დღეს, 4 ივლისს, 17 წელი შესრულდა, რაც ჩემი ოჯახი ჯანმრთელობაზე, ერთგულებასა და ერთიანობაზე აშენდა. დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაჩვენა, რომ ყველაზე მოძალადე რეჟიმმაც კი – ილჰამ ალიევის რეჟიმმა თავისი მძიმე რეპრესიებითაც – ვერ დაანგრია ჩვენი სიყვარული, ვერ დაანგრია ჩვენი ერთობა და ერთი აგურიც ვერ ჩამოაგდო ჩვენი ოჯახის კედლიდან.ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ ამ ქვეყნად, რადგან ასეთი ხელშეუხებელი, დაუმარცხებელი ოჯახი მყავს.ასჯერ რომ დავბადებულიყავი ამ სამყაროში, სიხარულით თავიდან ვიპოვნიდი ჩემს ცოლს სევინგის, მეყვარებოდა და ყოველ ჯერზე მასთან ერთად ოჯახს შევქმნიდი, ცოლად მოვიყვანდი.სიყვარულით დარგულმა ამ ხემ ორი ლამაზი ნაყოფი მოისხა.
კომენტარები