ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უკრაინაში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა, დიდი ოდენობით კორუფციისა და თანამდებობაზე ყოფნისას ქრთამის აღებისთვის, პერსონალური სანქციები დაუწესა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ალექსანდრე ტუპიტსკის. სანქციები შეეხება მის მეუღლესაც.
სანქცია დაუწესდა უკრაინის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, ანდრეი პორტნოვს, რომელიც თავის გავლენებს იყენებდა სასურველი სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად.


კომენტარები