• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ში ნარკოკარტელის ცნობილი ლიდერი დააკავეს – “ეგონა, მექსიკაში მიფრინავდა”

ალია ავტორი - ალია
20:36 07-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
958

ტეხასის შტატში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონი ისმაილ “ელ მაილო” სამბადა დააკავეს. 76 წლის სამბადამ ხოაკინ “ელ ჩაპო” გუსმანთან ერთად სინალოას კარტელი ჩამოაყალიბა. ამჟამად გუსმანი ამერიკის ციხეში იმყოფება.

სამბადასთან ერთად დააკავეს გუსმანის შვილი, ხოაკინ გუსმან ლოპესი. როგორც ამერიკული პრესა წერს, ორივე მათგანი ტეხასის ერთ-ერთ კერძო აეროპორტში დააკავეს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის განცხადებით, სამბადა და ლოპესი “მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ძლიერი ნარკოკარტელის ლიდერები არიან”. თებერვალში აშშ-ს ხელისუფლებამ სამბადას ფენტანილის შემცველი ნივთიერების წარმოებასა და გავრცელებაში ბრალი წაუყენა.

“ფენტანილი ყველაზე მომაკვდინებელი ნარკოტიკული საფრთხეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ოდესმე წააწყდა, და იუსტიციის სამინისტრო არ გაჩერდება, სანამ ყველა ლიდერი, წევრი და კარტელის თანამზრახველი, ჩვენი მოქალაქეების მოწამვლაში დამნაშავე, პასუხისგებაში არ მიეცემა”, – თქვა გარლანდმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამბადა მექსიკაში რამდენიმე ლეგალური საწარმოს მფლობელია, მათ შორისაა რძის ფერმა, ავტობუსის გადაზიდვებით დაკავებული კომპანია და სასტუმრო. ფენტანილის გაყიდვის ბრალდების გარდა, აშშ-ში მას ასევე ბრალი აქვს წაყენებული მკვლელობაში, გატაცებაში, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულში.

სამბადა ათობით წლის განმავლობაში ემალებოდა აშშ-ის ხელისუფლებას. მისი დაკავების დეტალებზე ოფიციალური პირები ინფორმაციას არ ავრცელებენ.

მექსიკისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Wall Street Journal წერს, რომ FBI-სა და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერაციის ფარგლებში, სინალოას ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნარკოკარტელის ლიდერს თვითმფრინავში ჩაჯდომა მოტყუებით დააძალა. გამოცემის ინფორმაციით, სამბადა ფიქრობდა, რომ მექსიკაში ფარული აეროდრომების ინსპექტირებას აპირებდა.

New York Times წერს, რომ სამბადა კერძო თვითმფრინავში გუსმან ლოპესმა “შეიტყუა”. სამბადას სჯეროდა, რომ მექსიკაში გაემგზავრებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად თვითმფრინავი ელ პასოში დაჯდა, განაცხადა Fox News-ის კორესპონდენტმა წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, გუსმან ლოპესი აშშ-ის ხელისუფლებას ჩაბარდა და სამბადას წინააღმდეგ მოქმედებდა, რადგანაც ის “მაიოს მამამისის დაკავების გამო ადანაშაულებდა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved