• რეკლამა
  • კონტაქტი
16:04, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ში მცხოვრებმა კაცმა 30 წლის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები თბილისში აღმოაჩინა

ალია ავტორი - ალია
17:19 06-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,273

აშშ-ში მცხოვრებმა კაცმა 30 წლის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები თბილისში აღმოაჩინა
21.06.2025 მედიაცენტრი მთავარი

აშშ-ში მცხოვრებმა კაცმა 30 წლის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები თბილისში აღმოაჩინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თემურ ბასილია ავრცელებს.

„საკმაოდ მძიმე ფაქტის შემსწრე აღმოვჩნდი დღეს, რაც ეხება ახალშობილების გაყიდვას: კონტრატი გვაქვს კომპანიასთან სამეურნეო მომსახურებაზე და რომლის წარმომადგენლებიც პერიოდულად მოდიან ხოლმე. დღეს დილითაც მოვიდა მათი წარმომადგენელი. რადგან აქცენტით ვლაპარაკობთ ინგლისურად, ხშირად გვეკითხებიან ხოლმე საიდან ვართ. ამ ახალგაზრდა კაცმაც გვკითხა.

როდესაც გაიგო რომ საქართველოდან ვართ, მეც საქართველოდან ვარ, თბილისიდანო. როდესაც ქართულად ვკითხე, სამწუხაროდ, არ ვიცი ქართული, ახლა ვსწავლობო და მოგვიყვა მისი ისტორია. რომ 30 წლის წინ დაიბადა თბილისში, მაგრამ მის მშობლებს სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა, თუმცა, მათთვის გარდაცვალების საბუთი არ მიუციათ. თავად კი, ოფიციალური დოკუმენტებით მოსკოვში გადაიყვანეს და იქიდან გააშვილეს ამერიკაში.

ანუ, დაბადების ოფიციალური დოკუმენტები გადასცეს მათ, ვინც იშვილა და ბენებრივია, მან იცოდა მისი ნამდვილი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სამშობიარო და ა.შ. მეც მითხრა, თუმცა, ეს პირადი მონაცემებია და მხოლოდ მის ქართულ გვარს დავწერ – გამსახურდია. რა თქმა უნდა, ამერიკაში, თავისი გამზდელი მშობლების მიცემული სახელით და გვარით ცხოვრობს.

ერთი წლის წინ ვიპოვე ჩემი მშობლები და ნათესავები საქართველოში, ვაპირებ მომავალ წელს ჩავიდე და ვნახო ისინიო. მაჩვენა ყველას სურათი. სიტყვებით ვერ გამოხატავ იმ ტრაგედიას და გულის ტკივილს, როგორც ეს ახალგაზრდა კაცი ლაპარაკობდა თავის ისტორიაზე. როგორც ჩანს, საკმაოდ ორგანიზებული ქსელი იყო საქართველოში ვინც ბავშვების უკანონო გაშვილებით იყო დაკავებული და საინტერესოა, ვინმემ თუ აგო პასუხი ასეთ დანაშაულზე?“, – წერს თემურ ბასილია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved