• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ში ბრალი წაუყენეს რუს ანალიტიკოსს, რომელმაც FBI-ის დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირებზე დოსიესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

ალია ავტორი - ალია
11:27 11-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

აშშ-ში ბრალი წაუყენეს რუს ანალიტიკოსს, იგორ დანჩენკოს, რომელმაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირებზე დოსიესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, იგორ დანჩენკოს ბრალად ედება FBI-სთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც იმ მასალების წყაროებს ეხებოდა, რომელიც მან ბრიტანულ საგამოძიებო ფირმას მიაწოდა, რომელმაც თავის მხრივ დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირებზე დოსიე მოამზადა.

კერძოდ, 2017 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში იგორ დანჩენკომ ცრუ განცხადებები გააკეთა გარკვეული ინფორმაციის წყაროებთან დაკავშირებით, რომელიც მან ბრიტანულ საგამოძიებო ფირმას მიაწოდა.

აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რუსეთთან შესაძლო კავშირებზე დოსიეში მოხვდა, რომელიც შემდეგ გამოძიების ფედერალური ბიუროს გადასცეს.

დოსიე, რომელიც FBI-სა და ამერიკულ მედიასაშუალებებში 2016 წლის ნოემბრის არჩევნებამდე გავრცელდა, დღემდე დაუმტკიცებელ მტკიცებებს შეიცავდა, რომ რუსეთს კომპრომატი ჰქონდა დონალდ ტრამპისა და მისი საარჩევნო კამპანიის ზოგიერთი წევრის შესახებ და რომ მოსკოვი კულისებს მიღმა მის გამარჯვებაზე მუშაობდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ იგორ დანჩენკომ ცრუ განცხადებები გააკეთა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც მისი თქმით, მან ანონიმური წყაროსგან მიიღო, რომელიც ამტკიცებდა, რომ კრემლმა, შესაძლოა, ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა. გამოძიების განცხადებით, იგორ დანჩენკომ იცოდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

გამოძიება ასევე მიიჩნევს, რომ იგორ დანჩენკო დოსიეს შედგენაში მონაწილეობდა, ხოლო შემდგომში გამოძიების ფედერალურ ბიუროს არ გაუმხილა თავისი კონტაქტები „დემოკრატიულ პარტიასთან“ დაკავშირებულ პირთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved