ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსიში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
abc-ის ინფორმაციით, საპირისპიროდ მიმავალი ორი სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე 40 წლის ქართველი დ. ს. დაიღუპა.
რაც შეეხება სატვირთო მანქანის მეორე მძღოლს, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მედიასაშუალება წერს, რომ დავით საბანაძეს უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა. ამერიკელი სამართალდამცველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალი ამ დროისთვის უცნობია.
წყარო – დაიჯესტი
კომენტარები