• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ში 4 ვაქცინირებულს ბელის დამბლა განუვითარდა, ბრიტანეთში კი 2-ს – ანაფილაქსია

ალია ავტორი - ალია
01:42 12-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთეს, ვაქცინაციის მერე ბელის დამბლა განუვითარდა.
ბელის დამბლა ვლინდება სახის კუნთების უცაბედი დასუსტებით. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

ბელის დამბლა ასევე სახის დამბლის სახელითაა ცნობილი და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, დამბლა შესიებისა და ანთების შედეგია, რომელიც ნახევარი სახის კუნთების მაკონტროლირებელ ნერვზე ვითარდება. დამბლა შესაძლოა ვირუსული ინფექციის შემდეგაც განვითარდეს.

უმეტესად, სახის დამბლა დროებითია. სიმპტომები გაუმჯობესდება რამდენიმე კვირაში, ხოლო სრული განკურნება რამდენიმე თვეში მოხდება. პაციენტების გარკვეულ რაოდენობას კი კვლავ აღენიშნება დამბლის გარკვეული სიმპტომები მთელი ცხოვრების განმავლობაში. იშვიათად, ბელის დამბლა განმეორებითია.
ფდა-მ თავის ანგარიშში დაამატა, რომ უცნობია, რამ გამოიწვია ბელის დამბლა მოხალისეებში. ჯანდაცვის

ექსპერტებს დაევალათ კოვიდ-ვაქცინაციაში მონაწილე მოხალისეების მუდმივი კონტროლი.
Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ფარმაცევტულ გიგანტს ვაქცინის დასანერგად “მოკლე გზები” არ უძებნია და რომ ვაქცინამ გაირა ტესტირების ყველა ის ეტაპი, რასაც ზოგადად გადიოდა სხვა ვაქცინები.
ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვაქცინებისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილები, მაგრამ ისინი ცდებიან – აღნიშნა Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა.
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ ურჩია სერიოზული ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებს, რომ თავი შეეკავებინათ ვაქცინაციისგან და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორმა ადამიანს გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სამედიცინო დირექტორმა სტივენ პოუისმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ორ თანამშრომელს ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა.

წყარო: „მკურნალი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved